მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს საქართველოს რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

დღეს საქართველოს რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, 5-დან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აგრილდება. შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების გავრცელება, რაც ზღვის სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან დაკლებას, ქარს, დროგამოშვებით ძლიერს, ზღვაზე შტორმს, ელჭექს და ნალექებს გამოიწვევს.
 
5-დან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო აგრილდება, მოსალოდნელია ნალექი (უმეტესად დასავლეთ საქართველში), ზოგან ძლიერი, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა.
 
დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს ჰაერის ტემპერატურა 26-28 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში, კი ჰაერის ტემპერატურა 27-29 გრადუსი დაფიქსირდება.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....