მთავარისიახლეებიპოლიტიკაშარშან დავით ნარმანიამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის შედეგად 7 200 ლარი გამოიმუშავა. წელს...

შარშან დავით ნარმანიამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის შედეგად 7 200 ლარი გამოიმუშავა. წელს თუ თხილმა ვერ ივარგა?

Published on

შარშან 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დავით ნარმანიამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის შედეგად 7 200 ლარი გამოიმუშავა. წელს მას მერის პოსტის დატოვება მოუწევს, თან  არც თხილის მოსავალს უჩანს კარგი პირი. ამდენად კითხვა  – რა ქონების მფლობელია თბილისის მერი დავით ნარმანია?–  ფრიად ,,აქტუალური'' ხდება .

 
,,ამბები გე'' აქვეყნებს მონაცემებს დავით ნარმანიას ქონებრივი დეკლარაციიდან, რომელიც მიმდინარე წლის 30 ივნისს არის შევსებული. დეკლარაციის თანახმად,     დავით ნარმანიას შემოსავალმა მერის პოსტზე გასულ წელს 38 160 ლარი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორობისას კი 26 180 ლარი შეადგინა. 
 
დავით ნარმანიას ეკუთვნის 97 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2008 წელს 36 000 დოლარად შეიძინა, ასევე ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკში მდებარე 5 000 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც მემკვიდრეობით აქვს მიღებული. 
 
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ნარმანიას ,,თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო ანგარიშზე 11 923,46 ლარი და 3 765,20 ევრო; შემნახველზე – 3,20 ევრო; საქართველოს ბანკის" სოლოზე – 350 ლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 2 500 დოლარი ჰქონდა. 
 
დეკლარაციის მიხედვით, დავით ნარმანია ფლობს 50%-იან წილს შპს „ნარმანია რისერჩ ენდ კონსალტინგიში“, რომლის დანარჩენი 50%-იანი წილის მფლობელიც ირაკლი ნარმანიაა. თუმცა აღსანიშნავია, რომ წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საწარმოს საქმიანობით თბილისის მერს შემოსავალი არ მიუღია. 
 
როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული, დავით ნარმანიას „თი-ბი-სი“ ბანკში 4 000 ლარის ოდენობის საკრედიტო ბარათი აქვს, რომლის გასავალიც 2016 წლის განმავლობაში 3 996,87 ლარი იყო. 
 
დეკლარაციის მიხედვით, თბილისის მერის  მეუღლე – თინათინ თინიკაშვილი  ფლობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში 3 584 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელიც გასულ წელს 7 100 დოლარად შეიძინა. დეკლარაციის შევსების მომენტში „თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო ანგარიშზე 2 722,50 ლარი ჰქონდა. რაც შეეხება შემოსავალს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ლექტორობისას თინიკაშვილმა 2 722,50 ლარი მიიღო. 
 

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...