მთავარისიახლეებისაზოგადოება40–გრადუსამდე სიცხე საგამოცდო ცენტრებში და ხელში ადუღებული სპეციალური კალმები – ექიმის შეფასება

40–გრადუსამდე სიცხე საგამოცდო ცენტრებში და ხელში ადუღებული სპეციალური კალმები – ექიმის შეფასება

Published on

აბიტურიენტებისა და მშობლებისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მთელი საქართველოს მასშტაბით ერთ–ერთ მთავარ პრობლემას განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურა წარმოადგენს. – ტემპერატურა  სხვადასხვა რეგიონსა თუ ქალაქში 40–გრადუსსაც აღწევს, საგამოცდო ცენტრების უმეტეს ნაწილში კი გაგრილების სისტემა არ არის,  აპლიკანტები ამბობენ, რომ შენობებში ძალიან ცხელა, რაც გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ართულებს. მათ  პრეტენზიებს  კი თითქმის ყველგან ერთნაირად პასუხობენ: . „ეს გახლავთ საჯარო სკოლის სივრცე. საჯარო სკოლებში კონდიცირების სისტემა არ არის სტანდარტით გათვალისწინებული და არც დამონტაჟებული. უზრუნველყოფილია, რომ ყველა სექტორი ინდივიდუალურად იყოს განთავსებული დიდ სივრცეში“.
 
ამ მხრივ ტიპური სიტუაციაა გორის საგამოცდო ცენტრში.
 ექიმი მარინა ღარიბაშვილი მიუღებლად თვლის საგამოცდო ცენტრში გაგრილების არარსებობის საკითხს და შეასაბამის ორგანოებს პრობლემის გამოსწორებას დროულად ურჩევს.
 
„ეს არის ბავშვებზე ირიბი ძალადობა. რა აზროვნება უნდა ჰქონდეთ ასეთი ანომალური სიცხეების დროს. შეგუბებული და დაკეტილი სივრცე ტვინის ჰიპოქსიას იწვევს, ჟანგბადის ნაკლებობას ტვინში, რამაც შესაძლოა სასტიკად შეანელოს ადამიანის აზროვნება და ამ დროს სტრესიც უფრო მძიმეა“, – აცხადებს მარინა ღარიბაშვილი.კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც შესაძლოა სიცხესთანაც იყოს დაკავშირებული იმაშია, რომ გორის საგამოცდო ცენტრში, აბიტურიენტებს საწერი კალმები „აუდუღდათ“.
 
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ნაწილი, საგამოცდო ცენტრში არსებული საწერი კალმების ხარისხზე ამახვილებს ყურადღებას. ისინი  ამბობენ, რომ გამოცდაზე არსებული საწერი კალმები უხარისხოა და მათი შეცვლა აბიტურიენტებს ხშირად უწევთ.
 
„დღეს გამოცდაზე კალმის გამოცვლა ორჯერ მომიწია. კალამი ხელში ჭერისაგან ისე გაცხელდა, რომ ადუღდა და ნაშრომიც დამესვარა, რის გამოც მისი გადაწერა ხელახლა მომიწია“, – ამბობს ბექა გივიაშვილი.
 
„გამოცდაზე კალამი მეც რამდენჯერმე გამოვცვალე. ჩემს მეგობარს კი, რომელიც გამოცდას ჩემს სექტორში აბარებდა, საწერი კალამი საერთოდ ხელებში აუფეთქდა“, – ამბობს თამარ თევდორაძე.
 
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დღეს დასრულდა.  5 ივლისს აბიტურიენტები დაისვენებენ. 6-7 ივლისს კი ზოგადი უნარების გამოცდა კვლავ ორ სესიად ჩატარდება.
 
წყარო: EDU.ARIS.GE

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....