მთავარიUncategorizedხატია დეკანოიძე: იან კელისა და დევიდ კრამერის წერილი საგანგაშოა

ხატია დეკანოიძე: იან კელისა და დევიდ კრამერის წერილი საგანგაშოა

Published on

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელისა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარის, დევიდ კრამერის წერილს საგანგაშოს უწოდებს, მისი თქმით, სტატიაში კარგად ჩანს, რომ საქართველო ახლა უმნიშვნელოვანეს გზაგასაყარზე დგას.

“სტატია, რომელიც უკავშირდება პრიდაპირ საქართველოს ხელისუფლების მიერ პროდასავლური კურსის ცვლილებას და რუსულ ორბიტაზე კვლავ მობრუნებას, არის საგანგაშო და იქ ჩამოთვლილი ფაქტები ყველა, ძალადობა, ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ჩაჭიდება, ოლიგარქიული რეჟიმი, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის დევნა, ეს ყველაფერი არის იმის მაჩვენებლი, თუ რა უმნიშვნელოვანეს გზაგასაყარზე დგას ქვეყანა”, — განაცხადა მან.

20 აგვისტოს იან კელიმ და დევიდ კრამერმა The Foreign Policy-ში წერილი გამოაქვეყნეს სახელად —საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს. ისინი აკრიტიკებენ მმართველ გუნდს რიგი გადაწყვეტილებებისა, თუ განცხადებების გამო და ამბობენ, რომ ქართული ოცნება თბილისს მოსკოვის ორბიტაზე აქცევს, როცა დემოკრატიულ ინსტიტუციებს შლის.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...