მთავარისიახლეებისაზოგადოებაოზურგეთში ასფალტი ისე დააგეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სახლში შესასვლელ კარებს ვეღარ აღებს

ოზურგეთში ასფალტი ისე დააგეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სახლში შესასვლელ კარებს ვეღარ აღებს

Published on

ლიანდაგებზე დაგებული ასფალტის ამბავი მიწყნარდა, მაგრამ  ამჯერად სხვა ,,სიურპრიზი'' შემოგვთავაზეს –  ოზურგეთში, ბახვი-ასკანის მონაკვეთზე ასფალტი ისე დააგეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ სახლებში შესასვლელ კარებს ვეღარ აღებს.
 
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  აღიარებენ, რომ გზის დაგების დროს შეცდომებია დაშვებული, მაგრამ აცხადებენ, რომ სამუშაოები არ დასრულებულა და მოსახლეობის პრობლემას გაითვალისწინებენ.
 
,,გურია ნიუსის'' ცნობით, 7 კილომეტრ-ნახევრიანი გზის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა და ის 3 მილიონ 680 ათასი ლარი დაჯდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ”არქეოპოლისი” აწარმოებს, რომლის წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ გზის რეაბილიტაცია პროექტის მიხედვით ჩატარდა.
 
რა პროექტი იყო ისეთი, რომ მოახლეობას სახლის კარი გადაუკეტა?
 
ამას დამატებული – სოფელ ასკანის მოსახლეობა ჩივის, რომ საგზაო სამუშაოების დროს სახლებს ბზარები გაუჩნდა. კომპანიის თანამშრომლებმა კი მოსახლეობას სანიაღვრე არხები შერჩევით გაუკეთეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომა გურიაში ერთი მოგვარებული პრობლემა ახალ თავსატეხად ექცათ. 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...