მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის პირველ მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი ბათლომე შელია იქნება

ზუგდიდის პირველ მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი ბათლომე შელია იქნება [Video]

Published on

ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებით ზუგდიდის პირველ მაჟორიტარულ ოლქში ერთიანი კანდიდატი უკვე ცნობილია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აღნიშნულ ოლქში „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბათლომე შელია იბრძოლებს.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს და ევროპული საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ზუგდიდში გაიმარჯვოს სწორედ ნაციონალური მოძრაობის კადიდატმა. ასევე კოორდინაციაში ვართ სხვა მაჟორიტარულ ოლქებთან მიმართებაში. რაც შეეხება სოფლებს, აქაც რა თქმა უნდა კოორდინაციაში ვართ ნაციონალურ მოძრაობასთან. ვთვლით, რომ მათ მეტი მხარდამჭერი ჰყავთ სოფლებში და შესაბამისად იქ ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილ კანდიდატებს დავუჭერთ მხარს.
მე ვიბრძოლებ პირველ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ხელისუფლება ყველაზე მეტ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. უნდა დავარწმუნოთ ეს ხალხი იმაში, რომ ცვლილებები აუცილებელია.” – განაცხადა ბათლომე შელიამ.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...