მთავარიUncategorizedშოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აშშ-ის საელჩოს მედიაგანათლების პროგრამის მონაწილეა

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აშშ-ის საელჩოს მედიაგანათლების პროგრამის მონაწილეა

Published on

მედიაგანათლების პროგრამაში პირველად მონაწილეობს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, როგორც პროფესიული პროგრამის „რეპორტიორობა ჟურნალისტიკაში“ განმახორციელებელი სასწავლებელი და აშშ-ში პროექტის ფარგლებში მონაწილეობდა პროგრამის ხელმძღვანელი ნანა ქობალია.

„პროგრამის ფარგლებში გვქონდა 30-მდე პროფესორ- მასწავლებელთან შეხვედრა ილინიოსის წამყვან უნივერისტეტებში, რომლებიც გვაცნობდნენ თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჟურნალისტიკის მიმართულების პროგრამები და სილაბუსები თანხვედრაშია ამერიკულ სილაბუსებთან, თუმცა, არის საკითხები და კომპონენტები, რომელთა გაძლიერებაც აუცილებელია ჩვენს სასწავლებლებში, მაგალითად, როგორიცაა ციფრული ტექნოლოგიების სირღმისეული ცოდნა, მარკეტინგული კომინიკაციის გაძლიერება, მონაცეთა ვიზუალიზაციისა და დოკუმენტალისტიკის თანამედროვე მიდგომები, ნიუსრუმის დივერსიფიკაცია და მედია გაშუქება. განვიხილეთ და ვიმსჯელეთ ახალი აკადემიური პროგრამების შექმნაზე და უახლეს მიდგომებზე სწავლების პროცესში, რომელსაც თითოეული მონაწილე განახორციელებს შესაბამის სასწავლებლებში და საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება წლის ბოლოს“- განაცხადა ნანა ქობალიამ.


მედიაგანათლების პროგრამა MEDIA EDUCATION PROGRAM (MEP) არის ყოველწლიური საგრანტო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება (Public Affairs Section of the U.S. Embassy) ამერიკულ გრანტიორ ორგანიზაციასთან ერთად. ეს პროგრამა სრულად დაფინანსებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ (US Department of State) და მისი წლიური ბიუჯეტია $250,000. წელს ამერიკელი პარტნიორი ორგანიზაცია არის World Chicago. ორგანიზაციის დირექტორია პეგი პარტენოფი და მედიაგანათლების პროგრამის დირექტორია დენის მეტსონი. პროგრამაში მონაწილეობას იღებენ უნივერსიტეტების ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელები და პროფესორები. პროგრამის მიზანია საქართველოში ჟურნალისტიკის სწავლების გაძლიერება და თანამედროვე მედია სტანდარტების დანერგვა. პროგრამა გრძელდება ერთი წლის განმავლობაში და მოიცავს ორკვირიან სასწავლო ვიზიტს აშშ-ში (ქალაქები – ჩიკაგო და ნორმალი ილინოისის შტატში) და ამერიკელი მედია პროფესორების საპასუხო ვიზიტს საქართველოში.

სიახლეები

უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს...

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. მათივე...