მთავარიUncategorizedზურაბ ზვიადაურის ძმა ორ მეგობართან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს

ზურაბ ზვიადაურის ძმა ორ მეგობართან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს

Published on

მკვლელობა კახეთში – ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ორ მეგობართან ერთად, მანქანაში ჩაცხრილეს.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მოხდა. ავტომანქანას უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და სამი ადანიანი იმსხვერპლა.   ისინი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა , კლინიკაში შეყვანისას სამივე უკვე გარდაცვლილი იყო.

„თვითდინებით შემოიყვანეს. სასწრაფო არ ყოფილა. არ მომხდარა მათი იდენტიფიცირება, რადგან არანაირი დოკუმენტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს“, – ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი ხათუნა ჭონიაშვილი.

კლინიკის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. რა გახდა კონფლიქტის კონკრეტული მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია

ცნობილი ხდება, რომ სამივე მათგანს აღენიშნებოდა როგორც ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...