მთავარისიახლეებიკულტურაგია აგუმავა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა

გია აგუმავა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა

Published on

 

ზუგდიდელებისათვის (და არა მხოლოდ) კარგად ნაცნობი ,,გია აგუმავა დაჯილდოვდა ლოკარნოს 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ელენე ნავერიანის ფილმში “სველი ქვიშა”. ვულოცავთ გია აგუმავას, ფილმის რეჟისორსა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს! – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

რეჟისორ ელენე ნავერიანის დრამა „სველი ქვიშა“ ქართულ-შვეიცარიული კოპროდუქციაა. იგი წადგენილი იყო კინოფესტივალის სექციის, აწმყოს რეჟისორების (Concorso Cineasti del Presente) პროგრამაში, რომელშიც 15 სურათი მონაწილეობდა, ამ ფესტივალში გამარჯვებულისათვის დაწესებულია მთავარი ჯილდო – „ოქროს ლეოპარდი“

ფილმის სიუჟეტი შავი ზღვისპირა სოფელში ვითარდება, ახალგაზრდა ქალი, მოე, ბაბუის თვითმკვლელობის შემდეგ მისი ძველი სიყვარულის ისტორიისა და ტყუილების ჯაჭვს შორის მოექცევა.

მთავარ როლებს ბებე სესიტაშვილი, გია აგუმავა, მეგი კობალაძე, კახა კობალაძე, გიორგი წერეთელი, ეკა ჩავლეიშვილი და ზაალ გოგუაძე ასრულებენ. სცენარის ავტორები ელენე და სანდრო ნავერიანები არიან, მთავარი ოპერატორი კი – აგნეშ პაზკოდი.

ეს ფილმი კავკასიური ენებისა და ანტიკური ლიტერატურის სფეროში მომუშავე მეცნიერის გია აგუმავას პირველი სერიოზული კინოდებიუტია, როგორც აღმოჩნდა, იგი ამ სფეროშიც წარმატებული აღმოჩნდა.

სიახლეები

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...