მთავარისიახლეებიინტერვიუსერგეი შამბა: ,, აფხაზური სახელმწიფო დაღუპვისკენ და გაქრობისკენ მიდის''

სერგეი შამბა: ,, აფხაზური სახელმწიფო დაღუპვისკენ და გაქრობისკენ მიდის”

Published on

" ეთნორადიკალიზმი თავად აფხაზებისთვის იქნება დამღუპველი. ეთნიკური რადიკალიზმი აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტს აფხაზებსა და სხვა ეთნიკურ დაჯგუფებებს შორის, პირველ რიგში, სომხებთან, რუსებთან და მეგრელებთან, რაც აფხაზურ სახელმწიფოს დაღუპავს. ამით აუცილებლად ისარგებლებენ ჩვენი მტრები", –  განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა "პრემიერ-მინისტრმა" და ახლანდელი ოპოზიციის ლიდერმა   სერგეი შამბამ მთავარი ოპოზიციური პარტიის – "ამცახარას" ხამაურიანი  ყრილობის შემდეგ აფხაზური მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში. 
 
შამბას თქმით, "აფხაზური სახელმწიფო" დაღუპვისკენ და გაქრობისკენ მიდის და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა აფხაზეთში ახალგაზრდების ეთნორადიკალებად და კრიმინალებად ჩამოყალიბებაა. თუ ეს ტენდენცია არ შეჩერდა, აფხაზეთი ორი საფრთხის წინაშეაღმოჩნდება:   ერთი საფრთხეა ის, რომ აფხაზური ეთნოსი, ენა გაქრეს, სხვა დიდმა ეთნიკურმა ჯგუფებმა შთანთქას, მაგალითად, რუსებმა და სომხებმა,  მეორე კი ის, რომ ახალგაზრდებში მზარდი რადიკალური ნაციონალიზმი  ბოლოსდაბოლოს  ახალ ეთნოკონფლიქტს გამოიევევს, ამჯერად აფხაზებსა და რუსებს, სომხებს, მეგრელებს შორის.
 
აფხაზ ახალგაზრდებში ეთნორადიკალიზმის აღორძინება  ქვეყნის  "მტერი ქართველების" ამაზრზენი თვისების კოპირებაა.  ამ ყველაფერს კი ეთნიკური საფუძველი აქვს, რადგან აფხაზური ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ებრძოდა საქართველოს ეთნორადიკალიზმს და არა მარტო იმიტომ, რომ ქართული ეთნორადიკალიზმი აფხაზებს ავიწროებდა, არამედ იმიტომ, რომ აფხაზური ინტელიგენციისთვის ამაზრზენი იყო ეთნორადიკალიზმი, როგორც პრინციპი. "ახლა კი, როდესაც ეს ახალგაზრდებმა დაიწყეს, ამით ჩვენი მტრის გზას ვიმეორებთ და საკუთარ იდეალებს ვღალატობთ. ჩვენ დავამარცხეთ მტერი (ქართველები), მაგრამ რატომ უნდა მივიღოთ მათი ყველაზე ამაზრზენი თვისებები?" – განაცხადა  შამბამ.
 
"ამცახარას" ყრილობა 29 ივნისს გაიმართა და საგანგებო რეზოლუციაც მიიღეს. ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ხელისუფლებას 10 დღეს აძლევს, შეასრულოს ოპოზიციის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის წინააღმდეგ  სახალხო გამოსვლას აანონსებს. ეს მოთხოვნაა საკადრო საკითხის გადასინჯვა, კრიმინალის ალაგმვა , კონსტიტუციური რეფორმების გატარება: პროტესტის მთავარი საბაბი ისაა, რომ "ხელისუფლებამ", დაპირების მიუხედავად, არც ერთი ოპოზიციონერი არ დანიშნა თანამდებობაზე. თანაც ბოლო დროს მკვლელობა-ყაჩაღობა-გაუპატიურება და ამის გამო ლინჩის წესით გასამართლება თუ შურისძიება ძალიან მოხშირდა, "ხელისუფლება" კი ვერ უმკლავდება კრიმინალს და, ასევე, პროტესტის საგანია ის, რომ გალსა და ოჩამჩირეში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც "უცხოელი მოქალაქეები" არიან, აფხაზურ ე.წ. პასპორტებს ურიგებენ".
 
 
 
 
 
 

სიახლეები

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პოლიტიკური აქტივობის გამო, შესაძლებელია “ოცნებამ“ ბიზნესმენებსაც დააკისროს

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პოლიტიკური აქტივობის გამო, შესაძლებელია “ოცნებამ“ ბიზნესმენებსაც დააკისროს. არჩილ გორდულაძემ ცოტა ხნის წინ...

მივმართავ პარლამენტს, არ მიიღოს ეს ცვლილება – ევროსაბჭოს კომისარი გრანტების კანონზე

ევროპის საბჭოს კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში, მაიკლ ო ფლაერთი ეხმაურება ქართული ოცნების მიერ გრანტების...

62 პროფესორიდან არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას – თსუ-ის პროფესორების განცხადება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, თსუ-სა და...

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა. ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მათ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში განუცხადეს, რომ...