მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქართული ოცნების“ წევრები დღეს საკუთარ ოფისში სტვენით შეაცილეს

„ქართული ოცნების“ წევრები დღეს საკუთარ ოფისში სტვენით შეაცილეს

Published on

 „ქართული ოცნების“ წევრები დღეს  საკუთარ ოფისში შეძახილებითა და სტვენით შეაცილეს – ასეთ ხამურიან ფონზე დაიწყო პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომა.
 
პარტიის ოფისთან შეკრებილები არიან „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები.  ისინი კახი კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ, თუ კალაძე მათ არ შეხვდება, აპირებენ, აქცია მთაწმინდის პარკში გამართონ, სადაც „ქართული ოცნების“ მხრიდან დედაქალაქის მერობის კანდიდატის წარდგენა იგეგმება.
 
„კალაძეს არ აქვს მორალური უფლება, ქალაქის მერი იყოს, ვინაიდან ვიცეპრემიერობის დროს მან არ იკადრა, ამ ხალხთან არ მოვიდა“, – განაცხადა ადვოკატმა, ფრიდონ სუხიაშვილმა.
 
დღევანდელი პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მმართველმა ძალამ ოფიციალურად უნდა დაასახელოს დედაქალაქის მერობის კანდიდატი .
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ვინ იქნება ეს კანდიდატი – კახი კალაძე  თუ  ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პარტიის გარკვეული ფრთის, თუმცა არა დიდი ფრთის  სასურველი კანდიდატია.
 
 

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...