მთავარისიახლეებისაზოგადოებარატომ ვერ გადალახა ბარიერი 12 803 მოსწავლემ საატესტატო გამოცდებზე, ვინ არის დამნაშავე...

რატომ ვერ გადალახა ბარიერი 12 803 მოსწავლემ საატესტატო გამოცდებზე, ვინ არის დამნაშავე – მოსწავლე, მასწავლებელი თუ სასკოლო განთლების სისტემის ხარვეზები?

Published on

ყველაზე ნაკლებად დამნაშავე მოსწავლეა – ზარმაცობს და არ სწავლობს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მოსწავლე დავაინტერესოთ და მივცეთ საჭირო ცოდნა, რაც აუცილებელია”, – .გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი საატესტატო გამოცდების შედეგებს ეხმაურება..
 
წელს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე 48 434 მოსწავლე დარეგისტრირდა, გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 47 063 მოსწავლემ, რომელთაგან გამოცდა 34 260 მოსწავლემ ჩააბარა, ხოლო 12 803 მოსწავლემ საატესტატო გამოცდები წარმატებით ვერ გაიარა. ამის მიზეზს  ბევრი 
მოსწავლეთა სიზარმაცესა და სწავლისადმი დაბალ ინტერესში ხედავს, ბევრი –  მასწავლებელთა დაბალ კვალიფიკაციაში.
 
მაია მიმინოშვილი ფიქრობს, რომ  მოსწავლის დამოკიდებულებასთან ერთად  პედაგოგთა კვალიფიკაციაც  მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ არა ერთადერთი,  რადგან კითხვის ნიშნები არსებობს იმ გარემოებებთან მიმართებით, რაც მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებელსაც ( მათი რიცხვი კი საქართველოში დიდია) არ აძლევს ცოდნის გაზიარებისა და საკუთარი შესაძლებლობების კარგად გამოყენების   საშუალებას.
 
 
”საქართველოში ბევრი კარგი მასწავლებელი გვყავს, მაგრამ მასწავლებელს აქვს ყველა ის პირობა, რომ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები გამოიყენოს სრულად, რათა მოსწავლეებს გადასცეს ცოდნა?! სანამ მასწავლებლის კვალიფიკაციაზე ვისაუბრებთ, მანამდე უნდა ვისაუბროთ, თუ როგორია განათლების სისტემა, რა არის მიზანი სასკოლო განთლების და ამ მიზანს ემსახურება თუ არა ის სისტემა, რომელიც გვაქვს სასკოლო განათლების საფეხურზე. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელზეც სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. მნიშვნელოვანი საკითხია სახელმძღვანელოები, რომელთა ხარისხი არც მშობლებს მოსწონთ და არც მასწავლებლებს. ასევე მნიშვნელოვანია სასკოლო რესურსები და სკოლის ინფრასტრუქტურა, ბავშვის ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა. – ამბობს მაია მიმინოშვილი

სიახლეები

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მივიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მივიდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი...

ზუგდიდელი ნიკოლოზ შამათავა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს

ნიკოლოზ შამათავა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე! მ/წლის 15 ივნისს იტალიის ქალაქ მონტესილვანოში სტარტს აიღებს მსოფლიოს ახალგაზრდული...