მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს მთავრობა უგულვებელყოფს კანონს ოკუპაციის შესახებ - თბილისში ლუჟკოვის შემდეგ რუსეთის...

საქართველოს მთავრობა უგულვებელყოფს კანონს ოკუპაციის შესახებ – თბილისში ლუჟკოვის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს მასპინძლობენ

Published on

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი  ზურაბ აბაშიძე საქართველოში ფორუმზე დასასწრებად ჩამოსულ რუს ოფიციალურ პირებსა და ჟურნალისტებს შეხვდა, საზოგადოებაში მძაფრი კრიტიკა მოყვა – საქმე ისაა, რომ ერთერთი მათგანს – ჟურნალისტ ვლადიმერ მამონტოვს  2009 წელს დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, ხოლო საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლის  მიხეილ შვიდკოის მასპინძლობა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ  ყველა საზღვარს ცდება. 
 
ზურაბ აბაშიძე  ამასთან დაკავშირებით მედიაში აკეტებს განცხადებას, რომ მისი შეხვედრა  შვიდკოისთან  პირადი  ხასიათისა იყო და შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე და ოფიციალურ თემებზე, შესაბამისად ამას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. მისივე თქმით მას არა აქვს  ინფორმაცია დაარღვია თუა არა ჟურნალისტმა ვლადიმერ მამონტოვმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი.
 
„თბილისში ჩატარდა მედია ფორუმი. ამ ფორუმის შესახებ ჩვენ მედიის საშუალებით გავიგეთ, შესაბამისად, მთავრობას ამ ფორუმთან არანაირი შეხება არ აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაატარეს ეს ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის წარმომადგენლებმა. იქ იმყოფებოდნენ ბატონი შვიდკოიც, რამდენიმე რუსი ჟურნალისტიც. ამ ხალხთან ჩვენ რაიმე ოფიციალური შეხვედრები ან მე ან მთავრობის რომელიმე წარმომადგენელს არ ჰქონია. მე მქონდა პირადი კომუნიკაცია ბატონ შვიდკოისთან. მას დიდი ხანია ვიცნობ და ვთქვი კიდეც გუშინ, რომ ვაპირებდი მასთან მქონოდა პირადი კომუნიკაცია. ვისაუბრეთ კონკრეტულ პირადულ საკითხებზე, რომლებიც ეხება კერძო პირებს, ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც დახმარება ან მხარდაჭერა სჭირდებათ. რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე საუბარი არ იყო. არავითარ ოფიციალურ თემებზე არ გვისაუბრია. სხვა პირადული შეხვედრებიც მქონდა გუშინ – ოჯახის წევრებთან, შვილიშვილებთან, თუ გინდათ ამაზეც მოგიყვებით. შვიდკოი საქართველოში პირველად არ ჩამოსულა. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მას არ დაურღვევია. მას აქ მეგობრები, ნათესავები ჰყავს. იგი წლების მანძილზე იყო კულტურის მინისტრი და დიდი ხანია ვიცნობ. წმინდა ადამიანური შეხვედრა იყო და ოფიციალური თემები და საკითხები არ განგვიხილავს“, – განაცხადა აბაშიძემ. 
 
რაც შეეხება  მამონტოვს „ვერ გეტყვით, არ ვიცნობ საერთოდ. ტელევიზიით გავიგე იმის შესახებ, რომ თითქოს კანონი აქვს დარღვეული. აქ არის ასეთი თემა – ამ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის საკითხი. თუ მან 2009 წელს დაარღვია ეს კანონი… სპეციალისტები იტყვიან უფრო ზუსტად ამაზე. მე არ დავინტერესებულვარ მამონტოვთან დაკავშირებით დეტალურად“, – აღნიშნა აბაშიძემ.
 
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის კულტურის ყოფილი მინისტრი და ჟურნალისტი მიხაილ შვიდკოიცა და ჟურნალისტი ვლადიმერ მამონტოვიც  თბილისში საერთაშორისო სამხრეთკავკასიურ მედიაფორუმზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებიან. შვიდკოი წყნეთში არასამთავრობოებსა და ჟურნალისტებს შეხვდა, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრა კრემლის პოზიციის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. გამართულ პრესკონფერენციაზე კი, მან აღნიშნა, რომ მოსკოვს, 2008 წელს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალზე პოზიციები არ შეუცვლია.

სიახლეები

აღვკვეთეთ 433 840 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ფაქტი-საგამოძიებო

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღკვეთეს ქვეყნის საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა. დღეს სასამართლო ისმენს 14-პირიანი...

ვიდგებით იმ ადამიანების გვერდით, ვისაც სურს იყოს ევროპის ნაწილი-სტენერგარდი საქართველოზე

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდიმ ევროსკოპს უთხრა, რომ შვედეთი გააგრძელებს საქართველოში იმ ადამიანების...

ზელენსკი-ლავრაზე ეს დარტყმა არის თავდასხმა ქრისტიანულ საზოგადოებაზე

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დარჩეს მდუმარე რუსული ბარბაროსობის ამ უახლესი ქმედების წინაშე. ლავრაზე ეს...