მთავარისიახლეებიმსოფლიოჯერ საშინელი ხანძრები, ახლა მეწყერიც - სიტუაცია თურქეთში

ჯერ საშინელი ხანძრები, ახლა მეწყერიც – სიტუაცია თურქეთში

Published on

სააგენტო „ანადოლუს” ცნობით, უხვმა ნალექმა თურქეთის ზოგიერთ რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.

ქვეყნის ჩრდილოეთში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე პროვინციებში წყალდიდობის შედეგადი 1 ადამიანი დაიღუპა, 1 დაკარგულად ითვლება და 13 დაშავდა.

სინოპის, ბარტინის და კასტამის პროვინციებში დანგრეული, ან დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საწარმოები, გზები, ხიდები და ელექტროგადამცემი ხაზები.

სინოპის პროვინციაში აუცილებელი გახდა ერთ-ერთი კლინიკის პაციენტების და მედპერსონალის ევაკუაცია. მოსახლეობა ევაკუირებულია სტიქიის ზონაში მდებარე არაერთი სოფლიდანაც.

თურქეთი უკვე ორ კვირაზე მეტია ტყის ხანძრებსაც ებრძვის ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში. მთავრობის ინფორმაციით, 53 პროვინციაში 288 ხანძრიდან კონტროლს ექვემდებარება 285. მასშტაბური ხანძრის გამომწვევ მიზეზებად ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად ასახელებენ ცეცხლის კერების განზრახ გაჩენასაც. თურქეთის პოლიციამ რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა.

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ...

ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი ალექსეი პიმანოვი მოკვდა

ალექსეი პიმანოვი მოკვდა - რუსპროპაგანდის ერთ-ერთი „Звезда“ და ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი: ადამიანი, რომელმაც...

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

მზია ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პარასკევს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის...

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...