მთავარისიახლეებიუკრაინა" ეს ჩემთვის ამაზრზენია" - მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთთან...

” ეს ჩემთვის ამაზრზენია” – მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთთან უკანონოდ ვაჭრობაში ამხელს

Published on

"მე ახლა გავიგე ამის შესახებ, ეს ჩემთვის ამაზრზენია" – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა  ოკუპირებულ აფხაზეთთან პოროშენკოს სავაჭრო ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღმოჩენის თაობაზე.
 

 პოროშენკო ოკუპირებულ აფხაზეთთან უკანონო ვაჭრობით დიდ მოგებას ნახულობდა. – აცხადებს საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის ოპოზიციურ ძალთა ლიდერი. მისი თქმით,  -პოროშენკო 2010 – 2014 წლებში ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, შემდეგ ეკონომიკის მინისტრი და ეს  თანამდებობები ავალდებულებდა მას   თვალყური ედევნებინა უკრაინის კანონმდებლობისა და და საერთაშორისო ვალდებულებების დაცვისთვის, მაგრამ ამ დროს  მისი პირადი კომპანია აქტიურ ვაჭრობას ეწეოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში – აფხაზეთში.
 
,, სამწუხაროდ,  უნდა მოვახდინო იმის კონსტატაცია, რომ მან მაშინ პირად მოგებას ანაცვალა სახელმწიფო ინტერესები. ეს ინფორმაცია ჩემთვის სულ ახლახან გახდა ცნობილი და შოკირებული ვარ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა  უკრაინის უსაფრთხოების სამსახური   ორდლოსთან  (დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების განცალკევებული რაიონები)  კომერციული კავშირების საბაბაბით ( რაც ხშირად გაზვიადებულია და თითიდან გამოწოვილი)    დევნის კომპანიების უმრავლესობას.  – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეეთერსა და სოციალურ ქსელში. . 

სიახლეები

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მასსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება...

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...