მთავარიUncategorizedამერიკელი სამხედროებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება

ამერიკელი სამხედროებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება

Published on

პენტაგონის მიერ წარდგენილი გეგმის თანახმად,15 სექტემბრიდან აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში დასაქმებული პირებისათვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავალდებულო გახდება.

თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს ოსტინის ინიციატივას და  მზადაა  ხელი მოაწეროს საბოლოო ბრძანებას .

“მე და მდივანი ოსტინი ვიზიარებთ ურყევ ვალდებულებას დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს არმიას გააჩნია ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა მათი სამუშაოს რაც შეიძლება უსაფრთხოდ შესასრულებლად. ეს ვაქცინები ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს”. – წერია პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.

თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, ეს იქნება ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კამპანია, რომელიც 4 მილიონზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს და რეზერვისტს მოიცავს.

თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, 1.2 მილიონზე მეტ სამხედრო მოსამსახურე უკვე სრულად ვაქცინირებულია. არმიის 50%-ს, საზღვაო და საჰაერო ძალების 70%-ს კი ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს მიღებული.

 

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...