მთავარისიახლეებიმედიცინა1-დან 10 აგვისტომდე კორონავირუსით 362 ადამიანი გარდაიცვალა - საქართველოს ანტირეკორდი

1-დან 10 აგვისტომდე კორონავირუსით 362 ადამიანი გარდაიცვალა – საქართველოს ანტირეკორდი

Published on

100.000 მოსახლეზე გაანგარიშებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით – ასე გამოიყურება “ნიუ იორკ თაიმსის” კოვიდრუკაზე მონაცემები, რომელიც რეგულარულად ახლდება. ამასთან, ბოლო ორი კვირის განმავლოპბაში, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 68%-ით გაიზარდა.

ეს ბოლო მონაცემი არ არის, რომელიც ამ გადმოსახედიდან, საკმაოდ შემაშფოთებლად გამოიყურება: 10 აგვისტოს, კორონავირუსით 24 საათში გარდაცვლილთა მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია – გარდაცვლილია 54 ადამიანი, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვმა ასევე რეკორდი მოხსნა: 24 საათში 5.000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

ამასთან, მხოლოდ აგვისტოში, 1-10 აგვისტოს მონაკვეთში, საქართველოში კორონავირუსს ემსხვერპლა 362 ადამიანი.
ნახეთ მონაცემები გარდაცვლილთა შესახებ, 1-დან 10 აგვისტომდე:

1 აგვისტო 33 ადამიანი
2 აგვისტო 23 ადამიანი
3 აგვისტო 34 ადამიანი
4 აგვისტო 38 ადამიანი
5 აგვისტო 38 ადამიანი
6 აგვისტო 30 ადამიანი
7 აგვისტო 38 ადამიანი
8 აგვისტო 30 ადამიანი
9 აგვისტო 44 ადამიანი
10 აგვისტო 54 ადამიანი.

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...