მთავარისიახლეებიეკონომიკადასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაში შედის

დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაში შედის

Published on

დასავლეთ საქართველოში, თხილის მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაში შედის.

როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, მეთხილე ფერმერები აღნიშნავენ, რომ წელს მოსავალი უხვი და ხარისხიანია.

მოსავლის აღების მიმდინარეობის საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, „თხილის გადარჩენის პროგრამაში“ ჩართულ აგროკონსულტანტებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. ყურადღება თხილის სექტორში არსებულ გამოწვევბზეც გამახვილდა.

„შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რადგან, მიღწეულ შედეგებთან ერთად, ვიმსჯელეთ ახალი ტექნოლოგიების დანერგავზე, იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ფერმერული მეურნეობები დგას. აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს და მომავალში ეს ყველაფერი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალ პროგრამებში აისახება”, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ამასთან, თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მოსავალი ყოველწლიურად უმჯობესდება, რაც სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და ფერმერებს შორის თანამშრომლობამ და დარგის განვითარების თანმიმდევრულმა პოლიტიკამ განაპირობა. მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების გაგრძელება და აგროსქემით დადგენილი წამლობების ჩატარება.

„თხილის გადარჩენის პროგრამა“, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2019 წელს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად შეიმუშავა, კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ ასოციაციას შესაწამლი აპარატები გადასცა, გარდა ამისა, მეთხილე ფერმერების ცოდნის ამაღლების მიზნით, სპეციალისტების ჩართულობით, მასშტაბური საკონსულტაციო სამუშაოები ჩატარდა“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...