მთავარისიახლეებისაზოგადოებააურზაური არაფრის გამო: ავლაბრის მეტროსთან შენიშნულ უპატრონო სამგზავრო ჩანთაში ნაღმი კი არა,...

აურზაური არაფრის გამო: ავლაბრის მეტროსთან შენიშნულ უპატრონო სამგზავრო ჩანთაში ნაღმი კი არა, ტანსაცმელი აღმოჩნდა

Published on

ცრუ განგაში ავლაბარში. გონაშვილის ქუჩაზე დატოვებულ ჩანთაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. საეჭვო ჩანთაში ტანსაცმელი იყო. გამნაღმველებმა მუშაობა ცოტა ხნის წინ დაასრულეს.
 
გონაშვილის ქუჩაზე მოძრაობა უკვე სრულად აღდგა.
 
მეტრო „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი იყო ცოტა ხნის წინ. ადგილზე პოლიცია და გამნაღმველები იყვნენ მობილიზებულნი.
 
როგორც “რუსთავი 2“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საპატრულო პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია 112 -ში შესული შეტყობინების საფუძველზე გადაკეტა. თვითმხილველების განცხადებით, მათ ქუჩაზე დილის 9-ის ნახევრისთვის ჩანთა შენიშნეს და სამართალდამცველები გამოიძახეს

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...