მთავარისიახლეებისახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

Published on

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ცესკოში შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო შესყიდვებისა და შიდა კონტროლის მიმართულებით არაერთი ხარვეზი გამოვლინდა.

აუდიტის თანახმად, 2023-2024 წლებში ცესკოში შრომის ანაზღაურებაზე ჯამში 81.6 მილიონი ლარი დაიხარჯა, მათ შორის 8.9 მილიონი ლარი სახელფასო დანამატების სახით გაიცა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ რიგ შემთხვევებში თანამშრომლებზე კანონით განსაზღვრულ ზღვარზე მეტი დანამატები გაიცემოდა ცესკოს შიდა აქტების საფუძველზე.

ანგარიშში საუბარია სამუშაო დროის აღრიცხვის პრობლემებზეც. აუდიტორების ინფორმაციით, თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვისთვის აუცილებელი პირველადი დოკუმენტი — ტაბელი არ იწარმოებოდა, ხოლო ტურნიკეტების მონაცემები ბუღალტერიაში არ ხვდებოდა, რაც ფინანსური კონტროლის სისტემის სისუსტეზე მიუთითებს.

შენიშვნები ეხება სახელმწიფო შესყიდვებსაც. აუდიტის მიხედვით, ბაზრის კვლევის შედეგები სათანადოდ არ დოკუმენტირდებოდა, რის გამოც შეუძლებელი იყო იმის დადგენა, რამდენად სრულყოფილად იყო შესწავლილი ბაზარი და როგორ განისაზღვრებოდა შესყიდვების სავარაუდო ღირებულება.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 12.2 მილიონი ლარის ღირებულების საარქივე-სასაწყობე ინფრასტრუქტურის პროექტს, რომელიც, აუდიტის შეფასებით, შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციების სრული გათვალისწინების გარეშე განხორციელდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცესკოს რეკომენდაციებით მიმართა, გააძლიეროს სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა, სრულად დაადასტუროს ბაზრის კვლევის შედეგები და შესყიდვების პროცესში კონკურენციის ხელშემწყობი მექანიზმები დანერგოს.

სიახლეები

10 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა

ივლისში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 5.5% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პროდუქტებსა და მომსახურებაზე...

ცხელ საათებში თავი შეიკავეთ ქუჩაში გადაადგილებისგან – NCDC-ის რეკომენდაციები ცხელ დღეებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს რეკომენდაციებს ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით. ისინი...

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

3 წელი შოვის ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში ღვარცოფი მოვარდა. ტალახის უზარმაზარმა...