მთავარისიახლეებიკულტურაგელათის მდგომარეობა ... სრული კრახია - UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი

გელათის მდგომარეობა … სრული კრახია – UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი

Published on

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა 44-ე სესიაზე გელათის მონასტრის შესახებ დადგენილება მიიღო. დოკუმენტში გელათი მოხსენიებულია რესტავრაციის პროცესში შესაბამისი პროფესიული უნარების ან მასალების არარსებობის გამო დაზიანებულ ძეგლთა შორის, რაც საფრთხეს უქმნის კომპლექსის უნივერსალურ ღირებულებას.

UNESCO-ს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კომპლექსის გადახურვის სარესტავრაციო სამუშაოების წარუმატებლობა და მის მიერ მიყენებული ზიანი, რომელიც ამჟამადაც გრძელდება, გელათის ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიებში იწვევს სამშენებლო ქვის, მათში არსებული მოზაიკისა და კედლის მხატვრობის დაზიანებას.

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი მიესალმება სახელმწიფოს მიერ გელათში უკვე განხორციელებულ რიგ სამუშაოებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ საჭიროა გამოსავალი, რომელის შედეგადაც კომპლექსი შესაბამისად გადაიხურება. UNESCO ითხოვს, რომ გელათის შესახებ ნებისმიერი გეგმა სახელმწიფომ განსახილველად მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მრჩეველთა ორგანოებს წარუდგინოს.

UNESCO-ს მსოფლიო კომიტეტი სახელმწიფოსგან ითხოვს:

გაგრძელდეს საქმიანობა ძეგლის მონიტორინგის პროცესში შესაბამისი ინდიკატორების შემუშავებისთვის;
გაფართოვდეს სამგანზომილებიანი სტრუქტურული მონიტორინგი წმინდა გიორგის ეკლესიასა და სხვა მნიშვნელოვან ნაგებობებზე;

კომიტეტთან კოორდინაციისთვის მიეწოდოს ანგარიში საქართველოში მსოფლიო მემკვიდრეობის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით;

ძეგლის მართვის კომიტეტის შექმნას, რომელიც ჩართული იქნება რესტავრაციის პროცესის დაგეგმაში;
მეტი საერთაშორისო რესურსის მობილიზება კომპლექსის მდგომარეობის გასაუმჯობესებელი მოკლე და საშუალოვადიან ღონისძიებებთან ერთად.

საქართველომ გელათის მდგომარეობისა და მოთხოვნების შესრულების შესახებ განახლებული ანგარიში მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს უნდა წარუდგინოს 2022 წლის 1 თებერვალს მსოფლიო კომიტეტის მიერ 45-ე სესიაზე განსახილველად.

კულტურის სამინისტროს ბოლო დასკვნით, გელათზე გამოყენებული ე.წ. თეთრი კრამიტი ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს და ძირითადი ტაძრის სახურავის, დაახლოებით, 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, გელათის მონასტრის ცუდად გადახურვაში 2015-20 წლებში ₾1 453 000 დაიხარჯა.

სიახლეები

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...

სასამართლომ თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა-საია

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იტყობინება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაციის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბათუმელი...

პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში...