მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ იღებს გადაწყვეტილებებს საპატრიარქოში პატრიარქის გვერდის ავლით და მისი სახელით?

ვინ იღებს გადაწყვეტილებებს საპატრიარქოში პატრიარქის გვერდის ავლით და მისი სახელით?

Published on

დეკანოზ გიორგი მამალაძეს  ეპიტემია მეუფე იაკობმა თვითნებურად, პატრიარქთან შეთანხმების გარეშე დაადო. – აცხადებს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია მეუფე დიმიტრის სახელით გამოვეყნებულ განცხადებაში.
 სადაც საუბარია იმაზე, რომ დაკავებულ დეკანოზს გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდება მღვდელმსახურის სტატუსი და  ეპიტემია დაედება.  
 
ეპარქია წინამძღვარის სახელით წერს:  ,,ჩვენ ღრმად ვიყავით დარწმუნებული (ეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს სატელევიზიო ეთერის საშუალებით), რომ  ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის  მიერ დეკანოზისთვის ეპიტემიის (სასჯელის) დადება პატრიარქთან იყო  შეთანხმებული და მისი ლოცვა-კურთხევით მოხდა, თუმცა ეს ამწუხაროდ არ აღმოჩნდა სიმართლე. ეპისკოპოსმა იაკობმა თვითნებურად მიღო ეს გადაწყვეტილება, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა,“- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გუშინ გავრცელდა.
 
ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ  გუშინ , ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმთავარს დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი და აუწყა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა, მას მიეღო გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით.
 
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მიიღო გადაწყვეტილება, როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის მაკურთხეველმა მღვდელმთავარმა, რომ გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მისი საკითხი გადაეცეს წმინდა სინოდს შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად. 
 
,,ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ლოცვითა და სასოებით ველოდებით, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას და დაუბრუნდება სამღვდელო დასს", – ნათქვამია განცხადებაში..

სიახლეები

ახვლედიანი რიჟვაძეზე- თვალის მეორე ოპერაციასთან დაკავშირებით წავიდნენ გერმანიაში

თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულმა, ალექსი ახვლედიანმა ტვ პირველთან სატელეფონო საუბრისას...

კაცი ქუჩაში ცუდად გახდა და დაეცა, პულსი არ აღენიშნებოდა – ბრიგადა, რომელმაც ის გადაარჩინა

თბილისის სასწარფო დახმარების ბრიგადამ, გადაარჩინა კაცის სიცოცხლე, რომელიც ქუჩაში ცუდად გახდა და ექიმების მისვლის...

ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქს შეუტიეს

რუსმა ოკუპანტებმა მიზანში ხარკოვის ოლქი ამოიღეს, სხვადასხვა დასახლებებში წუხელ საჰაერო განგაშის ხმა რამდენჯერმე გაისმა. დაზიანებულია...

დამწვარი კრემლის ბანერი უკრაინა-ისლანდიის მატჩზე

ასე გამოიყურებოდა ბანერი უკრაინა-ისლანდიის მატჩზე, სადაც დამწვარი კრემლის ფონზე უკრაინელი ჯარისკაცია გამოსახული. 16 ნოემბერს ფეხბურთის...