მთავარისიახლეებისამხედრო თემასოსოს ოსორაულის ბედის გასარკვევად საქართველოს ელჩი ბექა დვალი კონგოში ჩავიდა

სოსოს ოსორაულის ბედის გასარკვევად საქართველოს ელჩი ბექა დვალი კონგოში ჩავიდა

Published on

 იოსებ ოსორაულის ირგვლივ შექმნილი ვითარების განხილვის მიზნით კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი  ბექა დვალი ქვეყნის  დედაქალაქ კინშასა ში ჩავიდა. ორდღიანი ვიზიტის (26-27 ივნისი) ფარგლებში საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა  კონგოს საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან, კონგოს შეიარაღებული ძალების მაღალი დონის წარმომადგენლებთან, კონგოში გაერო-ს სტაბილიზაციის მისიის (მონუსკოს) და კონგოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელობასთან.– ინფორმაციას ამის შესახებ საქარველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 
 
 შეხვედრებზე ყველა მხარემ  კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ გრძელდება ყველა შესაძლო ძალისხმევა იოსებ ოსორაულთან დაკავშირებული ვითარების გასარკვევად.
როგორც საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა განაცხადა, ,,თითოეული ამ სუბიექტის მხრიდან ხაზი გაესვა, რომ ქვეყანაში ზოგადად, და განაკუტრებით ჩრდილოეთ კივუს რეგიონში შექმნილი ვითარება გარკვეულწილად ართულებს ჩვენი მოქალაქის ბედის გარკვევას.  თუმცა, კიდევ ერთხელ შევთანხმდით, რომ როგორც ადრე, ამჟამადაც, სამომავლოდაც, ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელებთ კავშირს და ნებისმიერი სიახლის თაობაზე კონგოს მხრიდან ეცნობება ქართულ მხარეს, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო ბუნებრივია, ამ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიაწვდის იოსებ ოსურაულის ოჯახს და საზოგადოებას საქართველოში“.

სიახლეები

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...