მთავარიUncategorized,,მაშველ რგოლს უგდებენ ივანიშვილისგაკოტრებულ და დასავლეთისგან იზოლირებულმაშველ რგოლს უგდებენ ივანიშვილის ბოლომდე გაკოტრებულ...

,,მაშველ რგოლს უგდებენ ივანიშვილისგაკოტრებულ და დასავლეთისგან იზოლირებულმაშველ რგოლს უგდებენ ივანიშვილის ბოლომდე გაკოტრებულ ხელისუფლებას” – მიხეილ სააკაშვილი რუსეთზე

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის საგარეო უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ მოსკოვი ივანიშვილის ბოლომდე გაკოტრებულ ხელისუფლებას მაშველ რგოლს უგდებს.

მისი თქმით, რუსებმა ძალიან კარგად იციან, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მის მხარეზეა და ითხოვენ სააკშვილის დაბრუნებას საქართველოში.

“მათ კარგად აქვთ შესწავლილი საქართველოს საზოგადოებრივი აზრი. მათ ასევე იციან, რომ შანტაჟი წარსულში ხშირად ჭრიდა და პრაქტიკულად, მაშველ რგოლს უგდებენ ივანიშვილის, ბოლომდე გაკოტრებულ და დასავლეთისგან იზოლირებულ ხელისუფლებას.

მე მინდა ვუთხრა ყველას, ჩვენ არავისთან არ გვინდა კონფრონტაცია, მათ შორის არც რუსეთთან, ჩვენ არ გვინდა არეულობა და ძალადობა არცერთი მხრიდან, მაგრამ ვერანაირი ასეთი განცხადებები ვერ ააღებინებს ქართველ ხალხს თავის არჩევანზე ხელს და მით უმეტეს, არ შემაცვლევინებს ჩემს გეგმებს.

მათ იმდენად სააკაშვილი არ აშინებთ, რამდენადაც ჩემთან ასოცირებული, საქართველოს სწრაფი განვითარება და წარმატება.

მათთვის ბევრად უფრო მოსახერხებელია, რომ საქართველოში იყოს ქაოსი, არეულობა და ქართველი ხალხი იხრჩობოდეს სიღარიბის ჭაობში.

მთელი ეს დევნა, რომელიც ჩემს წინააღმდეგ არის ორგანიზებული, ახლა მაინც უნდა მიხვდეს ყველა – არის პირდაპირი შეკვეთა პუტინის და რუსეთი, არც არასდროს არ მალავდა ამას, რომ ივანიშვილი ჩემს მიმართ, სისხლის სამართლის საქმეების შეთითხნით, ცარიელ ადგილზე, აუცილებლად ახდენდა სისხლის სამართლის საქმეების შექმნას, რათა ესიამოვნებინათ მათ, ხელისუფლებაში მომყვანებისთვის, რომელთაც თავის დროზე, საარჩევნო კამპანიისთვის ივანიშვილის მისცეს ორი მილიარდი დოლარი – ოღონდ შეეჩერებინათ საქართველოს განვითარება და წინსვლა.

ჩვენ ბოლომდე წავალთ საქართველოს გასათავისუფლებლად და შემდეგ, აუცილებლად დავალაგებთ ურთიერთობას, ყველა ჩვენს მეზობელთან”, – წერს მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...