მთავარისიახლეებიპოლიტიკადეკანოზის საქმის მთავარმა მოწმემ საქართველო დატოვა

დეკანოზის საქმის მთავარმა მოწმემ საქართველო დატოვა

Published on

დეკანოზის საქმის მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის განცხადებით, მან საქართველო დატოვა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
 
„ქვეყანა დავტოვე. ჩემი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ გავაკეთებ განცხადებას, სად ვიმყოფები“, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ. 
 
„​შეუძლებელია გაუძლო იმ წნეხს, ზეწოლას, რომელიც ჩემს მიმართ არის მომართული მედიასაშუალებების მხრიდან. საუბარი მაქვს „რუსთავი 2-ზე“ და იმ სრულიად გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე, რომელიც გავრცელდა ჩემს წინააღმდეგ. თითქოს პროვოკატორი ვყოფილვარ წინა წლებში, სააკაშვილის დროს. 2004 წელს „რუსთავი 2-ში“ ვმუშაობდი და საინტერესოა, ვისზე ვაგროვებდი კომპრომატებს“, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
 
მამალაძის თქმით, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საქმის მთავარი მოწმის უფლებების დაცვას. შესაბამისად, ის ქვეყანაში მანამდე არ აპირებს დაბრუნებას, სანამ, მისი თქმით, ცილისმწამებლებს პასუხი არ მოეთხოვებათ, ან პირიქით, მათ მიერ გაჟღერებული ფაქტები არ დადასტურდება.
 
ირაკლი მამალაძის თქმით, საქართველო 25 ივნისს, გამთენიისას, 04:00 საათზე დატოვა.
 
25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ დეკანოზის საქმის მთავარ მოწმეზე შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილისა და ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა. 
 
დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

სიახლეები

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...