მთავარიUncategorizedოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან

Published on

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე 2021 წელსაც ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათ სწავლის საფასურს გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს. ამის შესახებ  განცხადებას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს

მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხებიან და სწავლის საფასური დაუფინანსდებათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ან აღნიშნულ გამოცდებზე დარეგისტრირების მიუხედავად, ვერ მოიპოვებენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას.

“აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა ეხება იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

გარდა ამისა, მიმდინარე წლიდან ზემოაღნიშნული წესით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლება შეიძლება მიენიჭოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს, რომლებმაც შესაბამისი სკოლები (ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინკლუზიური განათლების შესაძლებლობების არარსებობის გამო) საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაასრულეს.

აღნიშნული პირობებით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების მსურველთა რეგისტრაციას უზრუნველყოფენ ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...