მთავარისიახლეებიპოლიტიკადოკუმენტის ანულირებაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ - სალომე ზურაბიშვილი

დოკუმენტის ანულირებაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ – სალომე ზურაბიშვილი

Published on

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ეთანხმება მმართველი პარტიის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შარლ მიშელის დოკუმენტმა პოლარიზაციის შემცირებას ხელი ვერ შეუწყო, ასევე, ის ამბობს, რომ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას დოკუმენტის ანულირებაზე.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტი სწორედ ის გზაა, რომელზეც საქართველომ უნდა გაიაროს.

“ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შედიოდა, თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული და ვერც მის ანულირებაზე” – ამბობს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად და ამოწურულად გამოაცხადა.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...