მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარია: არ გამოვრიცხავ, მუნიციპალიტეტების დონეზე, კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებაში ვითანამშრომლოთ

გიორგი გახარია: არ გამოვრიცხავ, მუნიციპალიტეტების დონეზე, კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებაში ვითანამშრომლოთ

Published on

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ მუნიციპალიტეტების დონეზე, კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებაში მისმა პარტიამ სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ითანამშრომლოს, მაგრამ მისივე თქმით, პარტიას თბილისში თავისი კანდიდატი ეყოლება.

„კანდიდატებთან დაკავშირებით სრულად გამოვიყენებთ დროს, რომელიც ჩვენ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ერთდროულად ვაყალიბებთ პარტიულ სტრუქტურასაც და ვმონაწილეობთ მუნიციპალურ არჩევნებში. ჩვენ არ გვაქვს ის ფუფუნება, რაც აქვთ ჩვენს კონკურენტ პარტიებს, რომელიც ათწლეულებია უკვე პარტიული სტრუქტურა ჩამოყალიბებული აქვთ. ამიტომ ნება მოგვეცით, რომ ცოტა მოგვიანებით წარვადგინოთ კანდიდატები. რაც შეეხება თბილისს, არანაირი კონკრეტული გადაწყვეტილება თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით დღეს არ არსებობს. ვმუშაობთ და გვეყოლება ღირსეული კანდიდატი.

თანამშრომლობას სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მუნიპალური არჩევნების კონტექსტში არ ვაპირებთ, ამას ხაზგასმით ვამბობთ. კონკრეტული ინდივიდების ჭრილში, კონკრეტულ უბნებთან, ოლქებთან მიმართებაში ეს შესაძლებელია და დამოკიდებულია პერსონებზე“, – განაცხადა გახარიამ.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...