მთავარისიახლეებისაზოგადოება"ვპირდები ხელისუფლებას, სანამ რუსთავი 2 დაიხურება, დაიხურებით თქვენ", - ნიკა გვარამია

“ვპირდები ხელისუფლებას, სანამ რუსთავი 2 დაიხურება, დაიხურებით თქვენ”, – ნიკა გვარამია

Published on

"ვპირდები ხელისუფლებას, სანამ რუსთავი 2 დაიხურება, დაიხურებით თქვენ," – ეს განცხადება ტელეკომპანია რუსთავი2 –ის გენერალურმა დირექტორმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 

როგორც ნიკა გვარამია ამბობს, ბრძოლას რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ხელისუფლება აწარმოებს. 

"ხელისუფლებას ვპირდები, ვიდრე რუსთავი 2 დაიხურება, დაიხურებით თქვენ. ხელისუფლებამ და მის მიერ მოგონილმა წაქეზებულმა პერსონაჟმა ქიბარ ხალვაშმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს გზა ჩაგვკეტვოდა. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ეს ხელისუფლების თამაშია და თუ ვინმე ფიქრობდა, რომ იქნებ ქიბარ ხალვაში იბრძვის თავისი საკუთრებისთვის, ხელისუფლებამ ეს ეჭვები დღეს გაფანტა. ხელისუფლებამ დღეს შეგვიზღუდა ერთადერთი დარჩენილი გზა, გვქონდეს დაფინანსება მაშინ, როდესაც რთული პერიოდები გვაქვს. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მთელი აქცია ხელისუფლების მიერ არის ორკესტრირებული", – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებზე-ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო

სამორინეებთან დაკავშირებული "ქართული ოცნების" ინიციატივას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს - როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს 5 ნოემბერს დატოვებენ

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს დატოვებენ...

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენები გრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს განიხილავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,...

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან მალე“ შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან...