მთავარისიახლეებისაზოგადოებახობის რაიონის სოფელ პირველი მაისის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია გამართა

ხობის რაიონის სოფელ პირველი მაისის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია გამართა

Published on

ხობის რაიონის სოფელ პირველი მაისის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია გამართა. 30-მდე ადგილობრივი სოფლის შესასვლელთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ცენტრალურ მაგისტრალთან სოფლის დამაკავშირებელი გზის შეკეთებას მოითხოვენ.
 
მოსახლეობა ამბობს, რომ გზა განსაკუთრებით გაუვალი უამინდობის დროს ხდება და ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემა ექმნებათ.
 
მათივე თქმით, გზის შეკეთება ადგილობრივ ხელისუფლებას არა ერთხელ სთხოვეს, თუმცა, უშედეგოდ.
 
აქციის მონაწილეებთან სოფლის რწმუნებული მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ 2-3 თვეში დაიწყება გზის შეკეთებითი სამუშაოები და წყალსაწრეტების პრობლემის მოგვარება.
 
მოსახლეობა ამბობს, რომ დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი ხასიათის იყო და ადგილობრივები მობილიზებას და ცენტრალური გზის გადაკეტვას მომავალ კვირას გეგმავენ. 

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა - ინფორმაციას გამოცემა Bm. ge ავრცელებს და წერს,...

აჭარის ტელევიზიიდან 5 ჟურნალისტი გაათავისუფლეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტები გაათავისუფლეს. დღეს, 2 ივნისს, ტელევიზიისა და რადიოს 5-მა თანამშრომელმა ელექტრონული ფოსტის...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს 13 და 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს მოსამართლემ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა...

სენაკში კაცმა მეზობელი ქალი მოკლა

სენაკში კაცმა მეზობელი ქალი მოკლა - ეჭვმიტანილი დაკავებულია: "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის...