მთავარიUncategorizedთურქეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

Published on

თურქეთის სამხრეთ სანაპიროებზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. აღნიშნულზე ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეტინ კოჩამ განაცხადა,  1 აგვისტოს ქალაქ მანავგატში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

თურქეთში ხანძარს უკვე მეხუთე დღეა ებრძვიან. Reuters-ის ცნობით, ათასობით ადამიანი უკვე ევაკუირებული არიან საკუთრი სახლებიდან. როგორც ადგილობრივები, ისე დამხმარე ჯგუფები რუსეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან მობილიზებული არიან დასახმარებლად.

თურქეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ აღადგენენ დაზიანებულ სახლებს და აანაზღაურებენ ზარალს ხანძრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...