მთავარისიახლეებისაზოგადოება"ეს არის გამოცხადებული ომი და, პრაქტიკულად, რუსთავი 2-ის დახურვა" - ზაალ უდუმაშვილი

“ეს არის გამოცხადებული ომი და, პრაქტიკულად, რუსთავი 2-ის დახურვა” – ზაალ უდუმაშვილი

Published on

"ეს არის გამოცხადებული ომი და, პრაქტიკულად, რუსთავი 2-ის დახურვა" – ეს განცხადება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. 

ზაალ უდუმაშვილის თქმით, ტელეკომპანია საქართველოს წილების დაყადაღებით, პრაქტიკულად,რუსთავი 2 დაიხურა.

„რუსთავი 2-ის 21 წლიანი მუშაობის პერიოდში დღეს ალბათ ერთერთი ყველაზე რთული პერიოდი დადგა. ხელისუფლებამ ნორმალური ფუნქციონირებისთვის აბსოლუტურად ყველა გზა გადაგვიკეტა, ეს არის გამოცხადებული ომი და როგორც ნიკამ აღნიშნა, პრაქტიკულად, რუსთავი 2-ის დახურვა. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს შემთხვევით გავიგეთ, ნიშნავს იმას, რომ რუსთავი 2-ს ხურავენ. ჩვენ ყველა გზა ჩაკეტილი გვაქვს, რომ ფინანსები მოვიძიოთ. ერთი თვის წინ ჩვენ ბანკებთან ურთიერთობა შეგვეზღუდა, დღეს უკვე კომპანიის დამფუძნებლებს ინვესტიციების ჩადება შეეზღუდათ, ეს არის მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ არჩევნების წინ რუსთავი 2 გააჩუმონ და არჩევნების წინ როგორმე თავისუფალი სიტყვა შეზღუდონ,

"ამ ხალხს, ვისაც ჩემს უკან ხედავთ და ეს მხოლოდ რუსთავი 2-ის კოლექტივის ნაწილია ყოველდღიურად სამსახურში მხოლოდ ერთი მიზნით მოდის, რომ მოსახლეობამ რეალურად გაიგოს, რა ხდება ქვეყანაში. ეს ძალიან მძიმე სამუშაოა, თუმცა ჩვენთვის ეს ყველაზე საპატიო სამუშაოა,

"ჩვენ ბოლომდე ვიზრუნებთ იმისთვის, რომ დავიცვათ როგორც სიტყვის თავისუფლება ასევე თითოეული ჩვენგანის შრომის თავისუფლება," – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილმა მოსახლეობას მიმართა, რომ ტელეკომპანიას ფინანსურად დაეხმარონ.

 

 

სიახლეები

ევროკავშირი უკრაინას 3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს

ევროკავშირი უკრაინას 3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ...

ვრჩები ერთგული ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, სანამ ხალხი ახალ არჩევნებს არ მიაღწევს -ზურაბიშვილი

"მე ვრჩები ერთგული ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, ახლა ახალი ოფისიდან, რომელიც ატარებს...

დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე EU-ში განხილვები დღეიდან დაიწყება

დღეს ბრიუსელში უვიზო რეჟიმის ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით, ელჩების დონეზე, განხილვა იწყება, თვის ბოლოს კი...

ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით პუტინთან შეხვედრა იგეგმება

აშშ-ს ახლადარჩეულ პრეზიდენტსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა მზადდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს...