მთავარისიახლეებიუკრაინამიხეილ სააკაშვილი მშვენიერ გუნებაზეა

მიხეილ სააკაშვილი მშვენიერ გუნებაზეა

Published on

ოლიგარქების ბრძოლა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის ოპოზიციის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ყველა ფრონტზეა გაშლილი. ის კი  ხუმრობის ხასიათზეა და თავის პირად ფეისბუქგვერდზე ირონიულ პოსტს აქვეყნებს :
 
,, პეტრო პოროშენკო, პრეზიდენტი და, ახლა უკვე შეთავსებით,  ,,ბრილიანტის მწვანიანთა პარტიის'' ლიდერი,  ძალიან  განიცდის, რომ სწრაფი ტემპებით ვითვისებ მის მშობლიურ ვინიჩინასაც. 
მორიგი შეტევა ,,ზელიონკით’’ ლადიჟინაში. თავდამსხმელი გამოტყდა, რომ იგი 200 გრივნად იქირავეს ადამიანებმა, რომელნიც ძალიან გვანან პეტრო პოროშენკის ბლოკის ( БПП) ადგილობრივ ხელმძღვანელებს.   ჩვენ ეს ყველაფერი გადავიღეთ და მალე გავუშვებთ ეთერში. 
 ისევ ჩავიცვი ახალი მაისური და ისევ გამიფუჭეს ამ მამაძაღლებმა! ვადიმის გამოსაშვებ საღამოზე მივდიოდი, ეს ის ბიჭია, რომლის დედის თამარას ისტორია გადაცემაში ვუამბეთ მაყურებელს. 
უკვე მაქვს გამოცდილება და მუდამ დამაქვს თან გამოსაცვლელი ტანსაცმელი. გადავიცვი, სურათიც გადავიღე გამოსაშვები კლასის მოსწავლებთან ლადიჟინას მეორე სკოლაში და მათთან ერთად სასკოლო ბანკეტზეც მოვილხინე. 
 
პეტრო ალექსეევიჩ, თქვენ ისა, იქნებ დაამთავროთ ეს საბავშვობაღობანა, ან სულაც ამინაზღაუროთ ჩემი lacoste-ს ფირმის მაისურის ღირებულება – ეს მაისური ამსტერდამის აეროპორტში ვიყიდე, როცა ტანზანიიდან ვბრუნდებოდი. მთელი ამ ამბის ფასი 50 ევროა.'' – წერს მიხეილ სააკაშვილი 
 

 

სიახლეები

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მასსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება...

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...