20 წლის ახალგაზრდა, ზურაბ კობალაძე, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში სრულიად ჯანმრთელი წავიდა, ე გაწვევიდან მალევე ფსიქიატრიულ კლინიკაში მძიმე დიაგნოზით მოხვდა,10 დღეშიკი ოჯახს მძიმე ფსიქიკური აშლილობით დაუბრუნდა. ზურაბ კობალაძის მშობლები ამტკიცებენ, რომ გეგუთის ციხეში, სადაც მათი შვილი მომზადებას გადიოდა, ახალწვეულზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდნენ.
კურიერის გუშინდელ სიუჟეტში მშობლები ყვებიან, ზურაბ კობალაძისთვის მკურნალობის დაწყების შემდეგ, მათთან წვევამდელთა მომზადების ცენტრის უფროსი, ახმედ კონცელიძე მივიდა და ოჯახს ახალწვეულის გეგუთში დაბრუნება მოსთხოვა.
კონცელიძე არ საუბრობს, რა დაემართა ზურაბ კობალაძეს, მის ნაწილში ყოფნის დროს ან რატომ აიძულა ფსიქიური აშლილობის ქვეშ მყოფ წვევამდელს სამხედრო ფიცის მიღება. ზურაბ კობალაძეზე საუბარი არ სურთ იმ ნაწილში, სადაც ახალწვეული მომზადებას გადიოდა.
ახმედ კონცელიძისა და წვევამდელებისგან განსხვავებით, ქედის მუნიციპალიტეტის გაწვევების სამსახურში კარგად ახსოვთ, რომ ზურაბ კობალაძე გაწვევის დროს აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო.
ზურაბ კობალაძის ოჯახი საქმის პროკურატურაში გამოძიებას ითხოვს. მათ ეჭვი აქვთ, რომ გეგუთის ციხეში წვევამდელი ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობამდე ოფიცრებმა მიიყვანეს.
20 წლის ახალწვეულის ფსიქიკური აშლილობის შესახებ ოჯახის პრეტენზიებს სასჯელაღსრულების სამისნტროში პასუხობენ. უწყება არ გამორიცხავს, რომ ზურაბ კობალაძის შემოწმებისას სამხედრო კომისიას შესაძლოა შეცდომა დაეშვა და ახალგაზრდა გეგუთის საწვრთელ ცენტრში ფსიქიკური პრობლემის მიუხედავად გაეგზავნათ.