მთავარისიახლეებიპოლიტიკაშარლ მიშელის განცხადება: ვიწყებ კონსულტაციებს პარტიებთან

შარლ მიშელის განცხადება: ვიწყებ კონსულტაციებს პარტიებთან

Published on

დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმის დღის წესრიგის წინსვლისთვის, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის, სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის მიღწევას – ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხის სასარგებლოდ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ყურადღება გავამახვილე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე 19 აპრილის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება განაგრძობს ევროპული გზის შეთავაზებას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისკენ, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე თანაბრად ყურადღება გავამახვილე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეკრულებაზე ხელის არ მოწერაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმის დღის წესრიგის წინსვლისთვის, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის, სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის მიღწევას – ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხის სასარგებლოდ. ვერ ვხედავ ალტერნატივას სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გასაგრძელებლად და თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად.

მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ რიგში დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და გამოიჩინონ ერთგულება ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლის მიმართ. ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში. საქართველოში რიგ პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება. გუშინ შევხვდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს არსებული სიტუაციისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების განსახილველად,“- აცხადებს მიშელი.

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...