მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინისა და რუსეთის დელეგაციების დემარშები გაეროში

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების დემარშები გაეროში

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ გაეროს ტრიბუნიდან რუსეთი უკრაინის ოკუპაციაში დაადანაშაულა. საკუთარი მიმართვის ძირითადი ნაწილი მან სწორედ რუსულ აგრესიაზე საუბარს დაუთმო.მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ოფიციალურად არ აღიარებს ღია სამხედრო ჩარევას, უკრაინის წინააღმდეგ ომს სწორედ ის აწარმოებს.

პოროშენკომ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ საერთაშორისო გაერთიანებასაც მოუწოდა, რომ რუსეთის ციხეებში უკანონოდ მყოფი უკრაინის მოქალაქეები გათავისუფლდნენ.

უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზი რუსეთის დელეგაციამ კვლავ პროტესტის ნიშნად დატოვა.

ეს იყო რუსული რევანში იმისათვის, რომ გუშინ პუტინის გამოსვლის დროს პოროშენკომ და უკრაინის დელეგაციამ სრული შემადგენლობით დემონსტრატიულად დატოვა  გაეროს მთავარი დარბაზი,   მანამდე კი დარბაზში უკრაინის დაცხრილული დროშა გაშალა. მან  ამით კიდევ ერთხელ შეახსენა რუსეთის პრეზიდენტსა და მთელ მსოფლიოს დონბასში მიმდინარე მოვლენები.

ვლადიმერ პუტინმა კომენტარი მისი სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის პრეზიდენტის დემარშზეც გააკეთა. მისი თქმით, დარბაზში პეტრე პოროშენკოს არყოფნა არ შეუმჩნევია. ხოლო უკრაინის დელეგაციას ურჩია პირადი ამბიციების გამომჟღავნებისგან თავი შეიკავონ.

ეს განცხადება მან რუსულ მედიასთან გააკეთა. 

სიახლეები

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...