მთავარისიახლეებისამართალიბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

Published on

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულზე ინფორმაცია ბიძინა ესებუას ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ დაადასტურა.

ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა 2020 წლის 12 დეკემბერს დააკავეს, 14 დეკემბერს კი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბადრი ესებუას ძმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს.

როგორც შსს-ში ამბობენ, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ დაკავებულს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, მის მიმართ ვიზუალური კონტროლი ხორციელდებოდა. უწყებაში ამბობენ, რომ ღონისძიების მიმდინარეობისას ბადრი ესებუას ძმამ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი.

 

სიახლეები

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...