მთავარისიახლეებისაზოგადოებაე.წ. კანიბალების საქმეში ბრალდებულ ბექა შენგელიას უვადო პატიმრობა მიეუსაჯა, ირმა ყოჩიაშვილს...

ე.წ. კანიბალების საქმეში ბრალდებულ ბექა შენგელიას უვადო პატიმრობა მიეუსაჯა, ირმა ყოჩიაშვილს – 20 წლიანი პატიმრობა

Published on

ე.წ. კანიბალების საქმეში ბრალდებულ ბექა შენგელიას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, ირმა ყოჩიაშვილს კი – 20 წლიანი პატიმრობა.
 
"ბექა შენგელია დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილ დანაშაულში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო მსხვერპლის სხეულის სხვა მიზნით გამოყენების ნაწილში სასამართლომ იგი გაამართლა. რაც შეეხება ირმა ყოჩიაშვილს, მას ამავე, 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა", – თავის მხრივ, აღნიშნა პროკურორმა ინა გუგუშვილმა.
 
დაცვის მხარე აცხადებს, რომ   განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს, მათ შორის სტრასბურგში.
 
შეგახსენებთ, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობა თბილისში, 19 ოქტომბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, მათ შორის მოკლულის შვილმა,  წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად,  1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ – გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. გვამი დანაწევრეს,და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. გამოზიევბის მასალებით არ გამოირუიცხება, რომ ეს იყო „ეს იყო რიტუალური მკვლელობა“, რამდენადაც დასტურდება კანიბალიზმის ფაქტიც.  
 

სიახლეები

ლევანის ტყვეობა უფრო მეტს ამბობს თავისუფლებაზე, ვიდრე ლევანის თავისუფლებაზე ყოფნა- არქიმანდრიტმა ხაბეიშვილი მოინახულა

არქიმანრიტმა დოროთე ყურაშვილმა პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი მოინახულა. არქიმანდრიტის თქმით, მან პოლიტიკოსის აზიარა და...

გიორგი კანდელაკი და მასთან ერთად დაკავებულები პატიმრობაში გაუშვეს

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ...

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ მე-19 სასანქციო პაკეტი დაამტკიცა

პარასკევს ევროპულმა კომისიამ დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი, მე-19 სანქციების პაკეტი. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ...

გარემოს სააგენტოს ცნობით,22 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში იქნება ელჭექი, სეტყვა, შტორმი

⛈️ 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...