მთავარისიახლეებისაზოგადოებადევნილისგან ბინის გამოყოფისთვის სავარაუდოდ იღებენ 3 ათას ამერიკულ...

დევნილისგან ბინის გამოყოფისთვის სავარაუდოდ იღებენ 3 ათას ამერიკულ დოლარს , ხოლო სახლის შესყიდვა ღირს 4 ათასი ლარი – რა ინფორმაცია აქვს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მრჩეველს ნონა უბილავას

Published on

,,როცა მე ამ რამდენიმე დღის წინ მივმართე შსს მინისტრს , ანალოგიური ფაქტების არსებობის და მისი პრევენციის თაობაზე…მაშინ ძალიან ბევრმა მითხრა , რომ მე ამის დამტკიცება მომიხდებოდა. და აი მტკიცებულებაც!!! ჯერ სად ხართ??!!მალე თქვენც მოგხედავენ ზუგდიდში!!!!! გპირდებით!!!! – ასე ეხმაურება  აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მრჩეველი ნონა უბილავა დღეს სუს -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია დაკავებულია პირი, რომელიც დევნილს ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ  10 000 აშშ დოლარის გადახდას სთხოვდა.
 
ამ ხმაურიან განცხადებას სოციალურ ქსელში   ნონა უბილავა ურთავს თავის მიმართვას, რომლიტაც 18 ივნისს გაუგზავნა   შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილის თხოვნით   მიიღონ ზომები და აკრძალონ მსგავსი ქმედებები, რომელიც დევნილ მოსახლეობას აზარალებს.
 
“ ბატონო გიორგი. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო აფხაზეთის მკვიდრთა გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში მუშაობს და არა მხოლოდ ერთი მიმართულებით. რათქმაუნდა არა იმ ტემპით , რასაც ისურვებდა ხელისუფლება და დევნილი , თუმცა პროცესი მიმდინარეობს. არის ახალი ბინების მიღება , იპოთეკური სესხის დაფარვა და სოფლად სახლის შეძენა. სულ ცოტა ხნის წინ სამინისტროს და თქვენი უწყების ერთობლივმა ღონისძიებებმა შეაჩერა რამოდენიმე თაღლითური ჯგუფის დანაშაულებრივი ქმედება. თუმცა ამ ეტაპზე ისევ არის საფუძვლიანი ეჭვი იმისა , რომ მუშაობს გამომძალველთა ახალი დაჯგუფება. არის სტანდარტული ფასებიც. ბინის მიღებაში სავარაუდოდ იღებენ 3 ათას ამერიკულ დოლარს , ხოლო სახლის შესყიდვა ღირს 4 ათასი ლარი. დევნილებში სერიოზულად მუსირებს აზრი , რომ ეს არის სტანდარტი. დარწმუნებული ვარ , განსახლების სამინისტრო გულისყურით ადევნებს თვალყურს პროცესებს, ერკვევა საქმეში და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს. თუმცა ალბათ აუცილებელია და საჭიროა თქვენი უწყების ჩართვა ამ პროცესში. ჩვენ გვჯერა , რომ ყველა დამნაშავე იქნება გამოვლენილი და ისედაც გაჭირვებული დევნილი ტყუილუბრალოდ არ გადაიხდის თანხას იმაში, რასაც კანონიერად ისედაც მიიღებს.'' 
 
უბილავა აცხადებს, რომ  მზად არის შესაბამისი ჩვენებები მისცეს სამართალდამცავ ორგანოებს და დაუსახელოს კონკრეტული ფაქტები აღნიშნულთან დაკავშირებით. საქმის გამოძიების დაწყებამდე კი დევნილ მოსახლეობას აფრთხილებს:
“მინდა მივმართო დევნილ მოსახლეობას. ნუ წამოეგებით თაღლითების ანკესზე. არავინ ამ ეტაპზე თანხის გამო არაფერს არ გამოყოფს. უზენაესია კანონი და ყველანი ვალდებულები ვართ დავემორჩილოთ მას!”-წერს სოციალურ ქსელში ნონა უბილავა
 
შეგახსენებთ, დღეს სუს-ის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ . ”მინდია ს.-მ.  მოქალაქეს მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა  8000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გადაცემული თანხა ამოღებულია ნივთმტკიცებად.'' – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. 
 
როგორც გამოძიებამ დაადგინა,   მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში, მინდია ს. აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეს გაეცნო როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი და თითქოსდა ამავე სამინისტროს მაღალი თანამდებობის მქონე პირების დახმარებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ახლადაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა. დახმარების სანაცვლოდ, მინდია ს-მ მოქალაქეს 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა, ამასთან განუმარტა, რომ მას აღნიშნული თანხის ნაწილი, კერძოდ, 8000 აშშ დოლარი, სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის წინასწარ უნდა გადაეცა.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...