მთავარისიახლეებისამართალიაეროპორტში დაკავებულია თურქეთის მოქალაქე, რომელსაც 2 კილოგრამამდე კოკაინი შემოჰქონდა

აეროპორტში დაკავებულია თურქეთის მოქალაქე, რომელსაც 2 კილოგრამამდე კოკაინი შემოჰქონდა

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს თურქეთის მოქალაქე ა.გ., რომლის ბარგისა და ხელბარგის შემოწმების შედეგად, დაახლოებით, 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩინეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის საქმეზე,

უწყების ცნობით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა მისი კუთვნილი სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილ სამალავიდან ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ამ ეტაპზე, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ, ბრაზილიის რესპუბლიკაში შეიძინა და ტრანზიტული გზით საქართველოში შემოიტანა”, — აცხადებს შსს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულიხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სიახლეები

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...