მთავარისიახლეებიაუცრელი ადამიანები შეკრებებზე არ დაიშვებიან - გამყრელიძე

აუცრელი ადამიანები შეკრებებზე არ დაიშვებიან – გამყრელიძე

Published on

კოვიდ სტატისტიკა კვლავ მზარდია. გასული დღე-ღამის განმავლობაში 2415 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი. ეპიდემიოლოგების განხილვის საკითხი კვლავ შეზღუდვების დაწესებაა.

მედიკოსები საქართველოში არსებულ საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობენ და მოსახლეობას დროულად აცრასა და უსაფრთხოების წესების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებენ.

“6000-მდე საწოლია მობილიზებული, გუშინ დაემატა კიდევ საწოლები, რომლებიც აღარ მონაწილეობდნენ პროგრამაში იმის გამო რომ შემთხვევების რაოდენობა იყო დაბალი. ასევე მობილიზდა დამატებით ბავშვთა საწოლები. გარკვეული შეფერხება არის სასტუმროებში პაციენტების გადაყვანასთან დაკავშირებით. არის ბევრი მსუბუქი, უსიმპტომო შემთხვევა, რომელსაც არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. დამატებით სასტუმროების მობილიზებაც ხდება, დღე დაემატა 2 სასტუმრო და კიდევ მიდის მუშაობა ტურიზმის დეპარტამენტთან,”- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე თამარ გაბუნია.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდემიის შესაჩერებლად აუცილებელია აცრა და შესაბამისი წესების დაცვა:

“ყველა ვინც აცრილები არ ბრძანდებით წაბრძანდეთ და აიცრათ სულყველა და რაც დღეს გაკეთდა, რომ არცერთ შეკრებაზე აუცრელი ადამიანი არ უნდა იყოს დაშვებული დღეს მე თვითონ მოვედი ჩემი აცრის სტატუსით, რომ არ დამერღვია წესი. თუ ყველა მოქალაქე გააკეთებს, რომ აიცრება და არ დაარღვევს წესებს, რომელიც რეკომენდებული და დანერგილია, დარწმუნებული იყავით, რომ შევაჩერებთ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...