მთავარისიახლეებისაზოგადოებასაზარელი მკვლელობა მარნეულში

საზარელი მკვლელობა მარნეულში

Published on

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, 21 ივლისს, ღამით, მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი და მისი მამა მოკლა, ხოლო ქალის იქვე მყოფი დედა და ძმა დაჭრა. უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებული კაცი დაკავებულია.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ კაცი ყოფილი ცოლის სახლში მივიდა და მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა. შსს ამბობს, რომ კაცი ყოფილი ცოლის დედისა და ძმის მოკვლასაც ცდილობდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობით, დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც დახმარება გაეწიათ და ახლა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბრალდებული, 1992 წელს დაბადებული კაცი უკვე დაკავებულია. სამინისტროს ინფორმაციით, ის პოლიციამ რამდენიმე საათში დააკავა და ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი — პისტოლეტი ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, ასევე, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეს მუხლები გულისხმობს ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...