მთავარისიახლეებიშსს-ს ინფორმაციით, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს. დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისსა და მარნეულში მოხდა.

დაკავებულებს შორის არიან: 1969 წელს დაბადებული პ. გ. მეტსახელად პალიკო, 1980 წელს დაბადებული ზ. გ. მეტსახელად მუხო, 1964 წელს დაბადებული ჯ. გ. მეტსახელად ჯამა, 1995 წელს დაბადებული ვ. გ., 1983 წელს დაბადებული დ. დ., 1991 წელს დაბადებული დ. ა., 1983 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად ლაპუხა, 1963 წელს დაბადებული ა. ო.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს ბრალდებულ ა.ო.-სთან პროცენტიან სესხთან დაკავშირებით ფინანსური დავა წარმოექმნა. ა.ო., სადავო საკითხის “ქურდული წესების” შესაბამისად განხილვისა და დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებულის – დ.ა.-ს მეშვეობით დაუკავშირდა “ქურდული სამყაროს” წევრებს, ასევე ბრალდებულებს. აღნიშნულმა პირებმა ა.ო.-ს საკუთარი მატერიალური სარგებლის მიღების სანაცვლოდ დახმარება აღუთქვეს.

ბრალდებულებმა 2021 წლის აპრილსა და მარტში, თბილისში, ერთ-ერთ უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში ფინანსური დავის “ქურდული წესით” გარჩევა მოაწყეს.

დავის “ქურდული წესით” გარჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დაზარალებული მოვალისგან – ა.ო.-სგან სადავო თანხას – 26 ათასი აშშ დოლარს ვერ მიიღებდა, რადგან მისი საქმიანობა “ქურდული სამყაროს” წესებს არ შეესაბამებოდა”, – წერია უწყების განცხადებაში.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი „ქურდული შეხვედრების“ ორგანიზებისთვის ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

“ქურდული სამყაროს” წევრობის, “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე...

დადასტურდა, რომ აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი ქართველია

რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ატლანტის ოკეანეში...

გაზპრომი- 2025-ში საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გავზარდეთ

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი აცხადებს, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება - 40.4%-ით...

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა 30 წლამდე...