მთავარისიახლეებიოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 5 პირი გარდაიცვალა, დადასტურდა 200-მდე შემთხვევა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 5 პირი გარდაიცვალა, დადასტურდა 200-მდე შემთხვევა

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატებაა. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ჩატარებული 609 ტესტის შემდეგ კორონავირუსი 196 ადამიანს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის საავადმყოფოებში მყოფი 100 მდე პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია.

გასული 2 დღის განმავლობაში კორონავირუსით 5 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის 37, 64, 85 წლის მამაკაცები და 75, 86 წლის ქალები.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 20159-ს აღწევს. დაფიქსირდა 282 ლეტალური შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 16367ადამიანი.

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...