ევროპული მომავალი და არჩევანი არის გარდაუვალი და განუყოფელია ჩვენი ისტორიისგან, ჩვენი ფასეულობებისგან – სალომე ზურაბიშვილი

0
328

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 4 პრეზიდენტის მონაწილეობით პირველად ტარდება მსგავსი ღონისძიება და ეს ახალი დასაწყისია.

“ახალი დასაწყისი ჩვენ გვაძლევს იმედს და ეს იმას ნიშნავს ყველა ჩვენგანისთვის, რომ ახალი ვალდებულებები გვაქვს ნაკისრი ჩვენი საერთო მიზნების მიმართ.

უპირველეს ყოვლისა, ეს არის საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულება. საქართველოს ევროპული მომავალი და არჩევანი არის გარდაუვალი და განუყოფელია ჩვენი ისტორიისგან, ჩვენი ფასეულობებისგან და ის არის ყველა ჩვენს კონსტიტუციურ დებულებებში აღქმული.

დამოუკიდებლობის დღიდან ეს იქნა გაცხადებული, როგორც ჩვენი ხალხის არჩევანი და ერთი საკითხი, რომელზეც პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება, არის კონსენსუსი და ამაზე არასდროს არ ვკამათობთ,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

წინა სტატიაღარიბაშვილმა თავი აარიდა ჟურნალისტების კითხვას “როდის დატოვებთ თანამდებობას?”
შემდეგი სტატიაოკუპირებული ტერიტორიები მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა ჩვენთანაც – ვოლოდიმირ ზელენსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური