მთავარისიახლეებიპოლიტიკაუსუფაშვილი: "კონსტიტუცია ერთ კაცზეა მორგებული"

უსუფაშვილი: “კონსტიტუცია ერთ კაცზეა მორგებული”

Published on

“მივიღებთ კონსტიტუციას, რომელსაც ერქმევა ”ქართული ოცნების” კონსტიტუცია, – ასეთი განცხადება გააკეთა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გადაცემაში ”360 გრადუსი”.
უსუფაშვილის თქმით, კონსტიტუციის ახალი მოდელი ერთ პარტიასა და ადამიანზეა მორგებული.
 
“დიდი ალბათობით მივიღებთ კონსტიტუციას, რომელსაც ერქმევა ”ქართული ოცნების” კონსტიტუცია. ცხოვრება თავისი გზით მიდის, ისევე, როგორც იყო და აღარ არის ”მრგვალი მაგიდა”, ”მოქალაქეთა კავშირი”, ”ნაციონალური მოძრაობა”, მოვა დრო და აღარ იქნება ”ქართული ოცნება”. არადა ქვეყნის ძირითად ფუნდამენტს ერქმევა ”ქართული ოცნების” კონსტიტუცია და ნებისმიერი ძალა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში, მას ხალხისგან ექნება დაკვეთა, კონსტიტუციის ჩასწორების, რადგან ეს ერთ გუნდზე და ერთ ადამიანზეა მორგებული.
ვენეციის კომისიაც ამიტომ მიგვანიშნებს იმაზე, რომ კონსენსუსი მოიძებნოს. აქ გამოსავალი იყო ძალიან მარტივი, საპარლამენტო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება, ზუსტად იმ პუნქტზე, რომელიც ”ქართულ ოცნებას” ორი წლის წინ თავად ჰქონდა პარლამენტში ინიცირებული”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...