მთავარისიახლეებისაზოგადოებაირაკლი ოქრუაშვილის შავი იუმორი და ქვეყანა, სადაც მაცივარში ხუთი წუთით ვერ დამალავ...

ირაკლი ოქრუაშვილის შავი იუმორი და ქვეყანა, სადაც მაცივარში ხუთი წუთით ვერ დამალავ საყვარელსაც კი

Published on

„რას ხითხითებთ რევანშისტები ივანიშვილის ჯანმრთელობაზე. მართლა რომც მოუვიდეს რამე, გგონიათ რამეს გახდებით? 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დამთავრებამდე ისე შეინახავენ მამა ალიევივით მაცივარში, რომ ვერაფერსაც ვერ გაიგებთ.“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი. ეს კიდევ ერთი მუგუზალია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ვარაუდების კოცონს შეემატა. 
 
ეს მითქმა – მოთქმა, ასე მძაფრი და გულისდამწყვეტი ბიძინა ივანიშვილის ხელდასმით მოსული და მის ფულზე მდგარი ადამიანებისთვის, შეიძლება არც ყოფილიყო, ხელისუფლება რომ  ცდილობდეს მის გაქარვებას ერთი სარწმუნო ვიდეო ან ფოტოკადრით. მაგრამ არაფერი ამის მაგვარი არ ჩანს. ამიტომ ურთიერთქიშპობაში და ნიშნის მოგებაში უკვე წინა პლანზე გამოდის არა თავად ოლიგარქის მდგომარეობა, არამედ ხელისუფლების დუმილი ( შესაძლოა დაბნეული) და ინფორმაციის დაფარვის ამაო მცდელობა. თუმცა მცდელობაც არის და მცდელობაც – ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა, შეიძლება ისევ დუმილი ჯობდეს.
 
”ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რაც გაავრცელეს ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ საკმაოდ მძიმე სურათს, რომელიც ჩამოყალიბებულია. მე გთხოვთ ამას განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქციოთ, რადგან არის უმარტივესი, ძალიან ბინძური კამპანია”.- განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რასაც დაუყოვნელივ დაუსვა დიაგნოზი ჟურნლისტმა ლაშა ბერულავამ:  „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის შესახებ" – ამას და ასე ამბობენ ჯანმრთელ ადამიანზე?'' 
 
რაც შეეხება ქართულ სოციალურ ქსელს, რომელიც სამწუხაროდ, არა მხოლოდ სასიკეთო საზოგადოებრივი აზრის  გამოხატვის,   არამედ გამწარებული და ხშირად ზედმეტად გაბოროტებული ადამიანების სიძულვილის გამოხატვის  ასპარეზადაც არის ქცეული, იგი ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულებებს ასახავს.
 
თუმცა აქაც არის სერიოზული მსჯელობა  არაფორმალური მმართველის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელობაზე  ქვეყანაში პროცესების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. აქაც არის გარკვეული პასუხები კითხვაზე: ვის აწყობს და უნდა უხაროდეს დღეს  ყველაზე მეტად ივანიშვილის ჩამოშორება სიკვდილის ან მძიმე ავადმყოფობის ხელით? ხალხს? პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს?ძალაუფლებისაკენ მსწრაფ  პერსონებს იგივე ,,ქართული ოცნებიდან?'', ქაოსის მოყვარულ კრიმინალებს?  თუ ვიღაც სხვებს ქვეყნის შიგნით და გარეთ.?
 
ყოველ შემთხვევაში, როგორც სოციალური ქსელიდან ჩანს,   ( თუ მეტნაკლებად სერიოზული პარტიული ფიგურებისა და აქტივისტების  პოსტებით ვიმსჯელებთ) ოლიგარქის სიკვდილი ან არაადეკვატურობა (ჯანმრთელობის თვალსაზრისით)  ყველაზე ნაკლებად სჭირდება ,,ნაციონალურ მოძრაობას'', რომელმაც არა ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია ღირსეულად ატაროს პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ორთაბრძოლებში  დამარცხებული (ედუარდ შევარდნაძე მშვიდობიანად  გაუშვა სახლში – 2003 წ. ) თუ გამარჯვებული ( ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა – 2012 წ.) მეტოქის მიმართ ქვეყნის კეთილდღეობისათვის, რასაც ასე გადაჭრით ვერ ვიტყვით ,,ქართული ოცნების'' წიაღში და მის სიახლოვეს წარმოშობილ  სექტებზე, რომელთაც   ოლიგარქის ფინანსური ძალმოსილების ფონზე ჯერ არ მისცემიათ შესაძლებლობა გამოევლინა თავისი ჭეშმარიტი სახე.
 
ოლიგარქის სიკვდილი  არც ხალხს სჭირდება, ღირსეული  საზოგადოება მხოლოდ პატიოსან ორთაბრძოლაში იბადება და ვინმეს სიკვდილი,   როგორც ხელშემწყობი ფაქტორი გამარჯვებისთვის, მიუღებელია მისთვის. ამიტომ ემიჯნება ბევრი  იაფფასიან სიხარულს იმის გამო, რომ ვიღაც ცუდად არის., თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს რამე ეპატიება. 
 
ინფორმაციის დამალვა კი საჭირო არ არის, ბიძინა ივანიშვილი უბრალო პაციენტი არ არის. ის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა და საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რა ხდება. მით უფრო, რომ დამალვა დიდხანს ვერ მოხერხდება.
 
ოქრუაშვილს რომ დავუბრუნდეთ, საქართველოში ვინმეს  მაცივარში დიდხანს ვერ დამალავ. მკვდარს კი არა,  ცოცხალ საყვარელსაც კი.  ვინმე აუცილებლად გამოაღებს მაცივრის კარს. თუნდაც მეზობელი, რომელსაც შენს სახლში  ცივი წყლის დალევა მოეგუნებება.

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...