მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართული ოცნება'' კონსტიტუციის შემოთავაზებული ვარიანტით ცდილობს გაიხანგრძლივოს ძალაუფლებაში ყოფნა“ - თინათინ ბოკუჩავა

,,ქართული ოცნება” კონსტიტუციის შემოთავაზებული ვარიანტით ცდილობს გაიხანგრძლივოს ძალაუფლებაში ყოფნა“ – თინათინ ბოკუჩავა

Published on

 პარალამენტში ორი საათია  მიმდინარეობს ქვეყნის მთავარი კანონის სამტავრობო ვარიანტის განხილვა პირველი მოსმენით.
პრეზიდენტი გაემიჯნა ამ ვარიანტს, როგორც  ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოს და პოლიტიკური სპექტრის,  საზოგადოების დიდი ნაწილისთვის და პირადად მისთვის, როგორც პრეზიდენტისთვის  მიუღებელს.
განსახილველად შემოტანილ ვარიანტს მწვავედ აკრიტიკებს საპარლამენტო ოპოზიციაც, რომელიც მიიცნევს, რომ ამ ვარიანტით   მმართველი გუნდი ძალაუფლების გახანრძლივებას ცდილობს.
 
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი, თინათინ ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ  დოკუმენტი  "ქართულ ოცნების'' პარტიულ ინტერესებს ემსახურება.
 
„ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა დოკუმენტი, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ  მათ პოლიტიურ ინტერესებს და იმას, რომ რამენაირად, რაიმე გზით გაიხანგრძლივონ ძალაუფლებაში ყოფნა,“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
 
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპარალამენტო არჩევნები 2020 წელს მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებს 5 პროცენტიანი ბარიერის ნაცვლად 3 პროცენტიანის გადალახვა მოუწევთ. პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებების მიხედვით, ქვეყნის პირველ პირს 2023 წლიდან უკვე ხმოსნები აირჩევენ. 

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...