მთავარისიახლეებისაზოგადოებაია ანთაძის წიგნის "პირველად იყო ლაქა" პრეზენტაცია ზუგდიდში

ია ანთაძის წიგნის “პირველად იყო ლაქა” პრეზენტაცია ზუგდიდში [Video]

Published on

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  ჟურნალისტის ია ანთაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ეს ავტორის პირველი ნამუშევარია, რომელსაც „პირველად იყო ლაქა“ ჰქვია. წიგნი ჟურნალისტის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი წერილებისა და ბლოგების კრებულია, რომელსაც ავტორი რადიო თავისუფლების ვებ-გვერდზე აქვეყნებდა. წიგნში საუბარია 1990 -იანი წლების საქართველოზე, 9 აპრილის ტრაგედიაზე, ედუარდ შევარდნაძის და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე, პოლიტიკურ შეფასებებზე. წიგნი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით სრულდება და ავტორი ყოფილი პრემიერ-მინისტრის პერსპექტივებს აფასებს. ია ანთაძის პირველი წიგნი გამომცემლობა არტანუჯმა დაბეჭდა. „ მე ვარ ძალიან მადლობელი გამომცემლობა არტანუჯის, რომელმაც თავი მოუყარა ამ ყველაფერს და გამოსცა წიგნად. ჩემთვის არის უდიდესი პატივი, რომ მე დღეს მქვია წიგნის ავტორი. ბოლომდე ვერც კი გამითავისებია, რომ ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ალბათ ნელ-ნელა მივეჩვევი ამ ახალ სტატუსს. მინდა, რომ ეს წიგნი იყოს სასარგებლო ახალგაზრდებისთვის, ჟურნალისტებისთვის და საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც არის სიღრმისეული ჟურნალისტიკით დაინტერესებული“ – განაცხადა ჟურნალისტმა და წიგნის ავტორმა ია ანთაძემ. 
როდესაც გამომცემლობა „არტანუჯმა“ ჩემი სტატიების და ბლოგების წიგნად გამოცემა შემომთავაზა, ჯერ დავიბენი; შემდეგ ვიუარე და გავჯიუტდი; ბოლოს ჩავუჯექი და თავიდან ბოლომდე გადავიკითხე, რაც კი ოდესმე სტატია და ბლოგი დამიწერია. გზადაგზა თითქოს დავინახე წიგნი, რომელიც ცოტ-ცოტას გვიამბობს ჩვენი საერთო სამშობლოს წარსულზე, აწმყოსა და, იმედი მაქვს, მომავალზე; გვიამბობს იმაზე, რაც, ჩემი აზრით, არსებითია; იმაზე, რაც აკავშირებს ლიტერატურას და პოლიტიკას, შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას, შემეცნებას და ქმედებას, აღმოსავლეთს და დასავლეთს, საქართველოს და დანარჩენ სამყაროს. დიდი მადლობა ამ წიგნის ყველა მეგობარს!“ – აღნიშნავს ია ანთაძე წიგნის წინასიტყვაობაში.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წიგნის „პირველად იყო ლაქა“ ბიბლიოთეკის თანამშრომლები, საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...