მთავარისიახლეებისაზოგადოება#ლექSOSთვის - 18:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

#ლექSOSთვის – 18:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

Published on

#ლექSOSთვის – დღეს, 18:00 საათზე პარლამენტთან დამნაშავეთა დასჯისა და პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება.

ფორმულას გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძეს მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ აქციაზე გამოვიდნენ. მისივე თქმით, 20:00 საათზე სამი ტელეკომპანიის – მთავარი არხის, ფორმულასა და TV პირველის ერთობლივი ეთერი დაიწყება. 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

16 ივლისს პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერებისა და ალტ-ინფოს წამყვანების სახლებში. მოგვიანებით, ისინი გამოკითხვაზეც გადაიყვანეს.

დიღმის სამმართველოში იყვნენ: გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები, კონსტანტინე მორგოშია, ზურა მახარაძე, დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი და სხვები. გამოკითხვის შემდეგ ყველა მათგანმა სამმართველო დატოვა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...